”ავტეხე ერთი ამბავი… ზედამხედველობაც გამოვიძახეთ, მუქარებიც მივიღე…” – ნახეთ რას წერს ჟურნალისტი გიორგი გასვიანი

0

ჟურნალისტი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს სადაც ბათუმის ტრაგედიას ეხმიანება და საკუთარ ამბავს იხსენებს:
“ბედი, ბედიო… არავითარი ბედი.. არაფერი არსად არ არის დაწერილი… ბედს ქმნის ადამიანი… როდესაც ასეთი დიდი ტრაგედიის დატრიელება ხდება კონკრეტული ადამიანების თავხედობის და უსინდისობის გამო.. როცა ისინი უქმნიან ბედს ირგვლივ ყველას, დიდს, პატარას…

რა განსხვავებაა რომელიმე ტერორისტს მანიაკს, ან იმ ადამიანს შორის, ვინც შენობას ძირს გამოუთხრის და ადამიანებს ჩამოკიდებს სიკვდილის ტოტზე? ერთ-ერთი ასეთი კედლების დათლეხების მომსწრე გავხდი… ავტეხე ერთი ამბავი… ზედამხედველობაც გამოვიძახეთ, მუქარებიც მივიღე, მაგრამ მაინც არ ეშველა საქმეს!

დღემდე პასუხი არავინ გაგვცა დათხელებულია თუ არა ძეგლთა დაცვაში შესული შენობის მზიდი კედლები? მოვიძიებ ამ დღეებში ამბავს! იმასაც გავიგებ ჩააწყვეს თუ არა და შემდეგ “ქვას ქვაზე არ დავტოვებ”!”

Share.