ამბავი რომელმაც მთელი საქართველო გააოგნა-დაოჯახებულ ქალთან სექსუალური კავშირის გამო მარნეულში მამაკაცი ბოძზე მიაბეს და…

0

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში, პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილი 8 თანასოფლელის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს აქცია გამართეს. 8 ადგილობრივს გამოძიება მამაკაცის გატაცებასა და მასზე ძალადობას ედავება.
სათემო რადიო “მარნეულის” ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მამაკაცმა პოლიციას მიმართა და განაცხადა, რომ ადგილობრივებმა გაიტაცეს და ბოძზე მიაბეს.

loading...

კაპანახჩის მცხოვრებლების თქმით კი მომჩივანმა მათ დაოჯახებულ თანასოფლელ ქალთან სექსუალური კავშირი დაამყარა. ფაქტს ქალის მამამთილი შეესწრო, რომელსაც ნერვიულობის ნიადაგზე გული გაუსკდა და გარდაიცვალა. ამის შემდგომ მამაკაცი ბოძზე მიაბეს და მშობლების მისვლამდე ამ მდგომარეობაში დატოვეს.

ოჯახის ახლობლები აცხადებენ, რომ თუ პოლიციაში გადაყვანილ პირებს სახლში არ გაუშვებენ, აქციას პარლამენტის წინ გამართავენ.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სამართალდამცველებს ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ.
წყარო: fortuna.ge

loading...

Share.