“ამდენი ტკივილის და ცუდის მერე, ერთი კარგი ამბავიც მაქვს…” – ნინო შუბლაძე დაქორწინდა, ნახეთ ვინ არის ცნობილი ჟურნალისტის რჩეული (ფოტო)

0

ცნობილი ტელეჟურნალისტი, ნინო შუბლაძე დაქორწინდა. მისი რჩეული შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ვალერი თელიაა.
ნინომ მეორე ნახევართან ერთად ფოტო ახლახან გამოაქვეყნა და დაწერა:
„რა აღარ მოხდა ჩემს ცხოვრებაში ამ ბოლო პერიოდში… ამდენი ტკივილის და ცუდის მერე – ერთი კარგი ამბავიც მაქვს ❤️❤️
როგორც იქნა, დავიყარეთ თავი ერთად და გავხდით ასე დიდი ოჯახი, მე, Valeri და ჩვენი უსაყვარლესი ბევრი შვილი 🙏❤️“.

ნინო შუბლაძე ერთხელ გახლდათ დაქორწინებული მისი მეუღლე ასევე ცნობილი ჟურნალისტი, ალეკო ფარულავა გახლდათ, წყვილს ორი შვილი ჰყავს. ვალერი თელიასაც ჰქონდა ოჯახი და მასაც ჰყავს შვილები, ორი გოგონა.

აღსანიშნავია, რომ ფოტო, რომელიც ნინომ გამოაქვეყნა, მისი აწ უკვე გარდაცვლილი დის, სოფო შუბლაძის გადაღებულია. სოფო, შეგახსენებთ, მცირე ხნის წინ კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა. მას ერთი შვილი დარჩა, რომელსაც ნინო ზრდის.
წყარო:dainteresdi.club

Share.