“ამინდი გაუარესდება და..” – ნახეთ როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

0

11-12 დეკემბერს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ძლიერი ქარი მომდევნო ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
„11-12 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი – სურამის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ შესაძლებელია 30 მ/წმ-ს მიღწიოს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

loading...

loading...
Share.