”ამორალური საზოგადოება, ცდილობს გაცხოვროს სიბნელეში! ზოგმა კიდევ ვერ გაიგო რატომ დადის შაქარაშვილის ოჯახი, ტელევიზიების ნაცვლად ეკლესიაში!” – ადვოკატის მიმართვა

0

ადვოკატი ირმა ჭკადუა გიორგი შაქარაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს და აღნიშნავს, რომ საქმის გამოძიებას ხელს მრავალი ფაქტორი უშლის. მათ შორის, ჟურნალისტების ზედმეტი ინტერპრეტაციები და საზოგადოებამდე მიტანილი დამახინჯებული ინფორმაცია.
„შლეგი, აგრესიული და ამორალური საზოგადოება, ქმნის წყვდიადს და იძულებულს გხდის, შენც გაცხოვროს ამ სიბნელეში.

loading...

ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა, დღემდე ვერ ამოხსნა ის ფაქტი, თუ რატომ დადის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახი, ტელევიზიების ნაცვლად, ეკლესიაში!!! რაში სჭირდებოდათ იურისტი ბიძა, როცა არსებობს ოპოზიცია და უამრავი გაქნილი ჟურნალისტი?!

მაინტერესებს, რაში შეეშალათ ხელი ოჯახის დუმილით? როგორც უნდოდათ, ისე აგორავეს ეს საქმე და რაც უნდოთ და როგორც აწყობდათ, ის გაასაღეს ფაქტები, ბოლოს კი დაიბრალეს, რომ არა ჩვენ, ეს საქმე არ გაიხსნებოდაო. აი, ამ მოდელირებული დღის წესრიგით ვიცხოვრეთ ეს ბოლო რამდენიმე კვირა, თუმცა, გუშინდელი დღე, იყო იმედისმომცემი. ვნახეთ, რომ ოჯახის მიერ არჩეულმა სტრატეგიამ, გაამართლა, გიორგის ბიძამ, ფეხდაფეხ სდია გამოძიებას, ყველა ძაფი, რომელიც მომხდარ დანაშულთან მიიყვანდა, ხელიდან არ გაუშვია.

მადლობა ამ რთული დღეებისთვის ბ. მირიანს, შეიძლება ითქვას, რომ დიდია მისი წვლილი ამ ბუნდოვანი საქმის გახსნაში“, – წერს ჭკადუა.

loading...

Share.