“ამ ამბის გავრცელების შემდეგ გოგონამ თავი მოიკლა..” – ნახეთ ვინ არის 23 წლის ბიჭი, რომელიც 14 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის დააკავეს (ვიდეო)

0

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით 23 წლის მამაკაცი ნ.ტ დააკავა. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.
საუბარია არასრულწლოვან გოგონაზე, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ამ ამბის შესახებ შეიტყო, უსაყვედურეს და პოლიციაში წაიყვანეს.
„სახლში მისთვის [გოგონასთის] არავის უჩხუბია. უბრალოდ, უთხრეს, რომ ასეთი რამე არ უნდა გაეკეთებინა“, – ამბობს გარდაცვლილი არასრულწლოვნის მამიდა.
არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის ბრალდებით დაკავებული 23 წლის მამაკაცის ადვოკატი კი აცხადებს, რომ

loading...

გოგონა ოჯახის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო, რამაც შესაძლოა ის სუიციდამდე მიიყვანა.

ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებას უკანონოდ მიიჩნევს, ვინაიდან მისი თქმით, საქმეში ნ.ტ-ს წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს, თუმცა ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ნ.ტ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალად ედება სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ, 2006 წელს დაბადებულ გოგონასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა“, – აცხადებენ შსს-ში.

წყარო:geoambebi.com

loading...
Share.