“ამ დაბადების დღეს 21 წელი ვგეგმავდი და შენთან ვერ ვარ..” – ნახეთ თინა ხიდაშელის ემოციური წერილი მის შვილს

0

თინა ხიდაშველი შვილს დაბადების დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ ამ დღეს ის და სანდრო განსაკუთრებულად ელოდნენ, თუმცა ავადმყოფობამ გეგმები შეცვალა.“21/21/21/21 ეს ბიჭი რომ მომიფრინდა ჩემი სამყარო შეიცვალა ❤
ეს ბიჭი რომ დაიბადა ყველაფერს სახელი დაერქვა რაზეც მანამდე მიფიქრია და მიოცნებია ❤
ამ ბიჭმა გამინათა დედამიწა, მზე მიწაზე ჩამოიტანა და ჩემს სახლში შემოიყვანა ❤
და ზუსტად ვიცი როგორი კაციც იქნება ის ზუსტად ისეთი

loading...

იქნება ჩემი კვალი დედამიწაზე.
Usupashvili Sandro 21 წელი ამ დაბადების დღეს ველოდით, 21 წელს, 21 რიცხვში 21-წლის გახდი. 21 წელია ამ დაბადების დღეს ვგეგმავდით და შენთან ვერ ვარ ისე მე და შენ რომ ვიცით, მაგრამ ამასობაში ამ 21-ე წელს, ამ ჩემს ავადმყოფობაში ისიც ხომ ვნახეთ, რომ სულ სხვაგვარი ოჯახი ვართ ვიდრე

ოდესმე ვიფიქრებდით, ხოდა კიდევ უფრო მეტი ყოფილხარ, უფრო დიდი ყოფილხარ, უფრო მაგარი!!!!

ხოდა არ დაგრჩები ამ 21-ს ვალში კი იცი შენ, მთავარია ცოტაც გავიაროთ ერთად ხელჩაკიდებილებმა ოთხივემ!!!”- წერს თინა ხიდაშელი.
წყარო:dainteresdi.club

loading...
Share.