ამ წუთებში ვრცრელდება სკანდალური ვერსია – ,,თამარ ბაჩალიაშვილი შესაძლოა მანქანიანად ავტოფარეხში ჰყავდათ გადამალული”

0

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი საქმის მასალებს უკვე ეცნობა. მანამდე კი “ამბები.ჯი” სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც მათ სან­დო წყა­რომ მიაწოდა და წერს, რომ ამ მასალებში ერთი საეჭვო გარემოებაა.
“თა­მუ­ნას ავ­ტო­მან­ქა­ნა, დიდი ალ­ბა­თო­ბით, შე­და­რე­ბით დიდი მან­ქა­ნი­თაა მი­ტა­ნი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ევა­კუ­ა­ტო­რით, რა­ზეც მან­ქა­ნის სა­ბუ­რა­ვე­ბის კვა­ლი მი­ა­ნიშ­ნებს. თა­ნაც ეს კვა­ლი მო­დის და გა­ჩე­რე­ბუ­ლი ,,ჰი­უნ­და­ის” უკა­ნა მხა­რეს, მან­ქა­ნამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით 20-30 სმ-ზე წყდე­ბა.
ანუ გო­გო­ნა თა­ვი­სით თუ მი­ვი­და და გა­ა­ჩე­რა მან­ქა­ნა, იმ 30 სან­ტი­მეტრს გა­და­ახ­ტა? რა­ტომ არ მიჰ­ყვე­ბა სა­ბუ­რა­ვის ნაკ­ვა­ლე­ვი მან­ქა­ნას ბო­ლომ­დე? აშ­კა­რაა, როცა ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯახ­მა და ახ­ლობ­ლებ­მა აჟი­ო­ტა­ჟი ატე­ხეს, მერე მი­ი­ტა­ნეს მისი გვა­მი მან­ქა­ნი­ა­ნად იმ ად­გი­ლას.

loading...

ის მან­ქა­ნა თუ 4 დღე იქ იყო გა­ჩე­რე­ბუ­ლი, პოვ­ნის წინა დღეს წვი­მი­ა­ნი ამინ­დი იყო და ბა­ლახ­ზე ტა­ლა­ხი არ უნდა გა­და­ე­რე­ცხა? არის ვერ­სია, რომ თა­მუ­ნას თა­ვის მოკ­ვლა აი­ძუ­ლეს და რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მან­ქა­ნი­ა­ნად სა­დღაც ავ­ტო­ფა­რეხ­ში ჰყავ­დათ გა­და­მა­ლუ­ლი”, – ამბობს წყარო.
ასევე ვრცელდება ვერსია, რომ თეთრიწყაროს რაიონში, სადაც გოგონა ბოლოს ცოცხალი ნახეს, თამარი მანქანაში მარტო არ იყო. გოგონა ძალიან დაბნეული იყო და კონკრეტულ ადგილს ეძებდა.
წყარო: resonancedaily.com

loading...

Share.