ამ წუთებში საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, – რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა? ეს ყველამ უნდა წაიკითხოს

0

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. შესაბამისი განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.
“საქართველოს მთავრობა დღეს მიმართავს პრეზიდენტს, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე”, – განაცხადა გახარიამ.

loading...

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.
რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა?
საგანგებო მდგომარეობა არის სიტუაცია, როდესაც მთავრობა უფლებამოსილია შეასრულოს ისეთი ქმედებები ან განახორციელოს ისეთი პოლიტიკა, რის უფლებასაც ჩვეულებრივ სიტუაციაში თავს არ მისცემდა. საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გამოცხადდეს სტიქიური უბედურების, სამედიცინო პანდემიის / ეპიდემიის, სამოქალაქო არეულობის ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს. ეს არის სიტუაცია, როდესაც უშუალო საფრთხე ექმნება ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ქონებას ან გარემოს. სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად კი საგანგებო სიტუაციათა უმეტესობა სასწრაფო ჩარევას მოითხოვს.

საგანგებო მდგომარეობა არის სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც სახელმწიფო ორგანოების, ინსტიტუტებისა და საწარმოების, სხვადასხვა დაწესებულებისა თუ ორგანიზაციის საქმიანობაზე ვრცელდება. ამ ქმედების მიზანია მოსახლეობის დაცვა შიდა ან გარე საფრთხეებისგან და საზოგადოებრივი წესრიგის შეანარჩუნება. საგანგებო სიტუაციების შემოღება შესაძლებელია როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე – ცალკეულ რეგიონში.

საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებისა თუ თავისუფლებების შეზღუდვას, აგრეთვე მათზე დამატებითი ვალდებულებების დაკისრებას. ამ დროს ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები აფრთხილებს მოქალაქეებს, შეცვალონ ჩვეული ქცევა, სამთავრობო უწყებებისგან კი საგანგებო გეგმის განხორციელებას მოითხოვს.

Justitium-ი რომაულ სამართალში საგანგებო მდგომარეობის ეკვივალენტია. ეს იყო კონცეფცია, რომლის თანახმად სენატს შეეძლო გამოეტანა საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა.

ვინ და რატომ აცხადებს საგანგებო მდგომარეობას?
საგანგებო მდგომარეობას აცხადებს ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი, როდესაც ის თვლის, რომ კატასტროფა მოხდა ან შესაძლოა, მოხდეს. ამ დროს ის მოითხოვს სახელმწიფო დახმარებას ადგილობრივი რესურსების დამატებით, რათა უფრო მეტი მატერიალური, მორალური და ადამიანური რესურსის დანაკარგი თავიდან აიცილოს. მაგალითად, აშშ-ში, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლება მხოლოდ პრეზიდენტს აქვს. თუმცა ცალკეული შტატის დონეზე ამ უფლებამოსილებას გუბერნატორიც ასრულებს.

loading...

Share.