”ანგელოზივით გოგოა, სადისტურად მოკლული” – ეს ის ახალგაზრდა ქალია, რომელსაც ქუთაისში საკუთარ სახლში ყელი გამოჭრეს (ფოტოები)

0

ახალ­გაზ­რდა ქალი, რო­მე­ლიც ქუ­თა­ის­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ყელ­გა­მოჭ­რი­ლი ნა­ხეს, 30 წლის ელი­სო ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლია. შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დია 18 ივ­ლისს, გამ­სა­ხურ­დი­ას ქუ­ჩა­ზე მოხ­და. 30 წლამ­დე ქალი სახ­ლში ცივი ია­რა­ღით მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს.
მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ამ დრომ­დე არა­ვინ და­უ­კა­ვე­ბი­ათ. გარ­დაც­ვლი­ლი ელი­სო ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლის ცხე­და­რი ექ­სპერ­ტი­ზი­დან უკვე გა­და­ას­ვე­ნეს ოჯახ­ში.

loading...

ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, მათ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­ტა­ლე­ბი არ იცი­ან, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ რამ­დე­ნი­მე ვერ­სია გა­ნი­ხი­ლე­ბა. მათი თქმით, სხე­ულს მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა.

”ძალიან თბილი და უკონფლიქტო ადამიანი იყო, არავისთან ჰქონია დაძაბული ურთიერთობა” – ამბობს გოგონას ახლობელი.

გავრცელებული ინფორმაციით დაღუპული გოგონა ქმარს გაშორებული იყო, მას 12 წლის ბავშვი დარჩა.

loading...

Share.