”არავის სიკვდილი და გაუბედურება არ მსურდა…” – ნახეთ რა წერილი მიწერა ციხიდან ზურაბ ზვიადაურმა მის მიერ მოკლული ბიჭის ოჯახს

0

ციხიდან ზურაბ ზვიადაურის ადვოკატებმა დაკავებული ჩემპიონის წერილი გამოიტანეს. ზურაბ ზვიადაური დაპირისპირებული მხრიდან მოკლულ ნიკა კენჭოშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
“მან მიუსამძიმრა კენჭოშვილების ოჯახს. თქვა, რომ მისი მდგომარეობა უკიდურესი იყო, თორემ არავის სიკვდილი, არავის გაუბედურება და არავის დაზიანება არ სურდა. გულწრფელად განიცდის, გულწრფელად ნანობს, ისევე როგორც გული შესტკივა თავის ძმისა და თავისი ახლობლის სიკვდილზე, ისე სტკივა გული მას ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იყო და

ისევ იგივე პოზიციაზეა. მოწმეებს ჩვენს გამოვკითხავთ, ვიმუშავებთ ამ მიმართულებით იმისათვის, რომ რეალობა დადგინდეს იმიტომ, რომ არ არის ჯერჯერობით მოწმეთა ბაზა ამოწურული და დაკითხული ყველა. დავეხმარებით გამოძიებას მოწმეთა ბაზის დადგენაში, მტკიცებულების მოძიებაში და დადგენაში,” – აცხადებს ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი.

ცნობისთვის, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა მას სამედიცინო დახმარება დასჭირდეს.

ადვოკატებმა კი პატიმრობის გამოყენების უფლებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.
წყარო: statiebi.club

Share.