“არ ვექცევი მე თავად არავის უზნეოდ და არც არავის ვპატიებ პროფესიონალურ შეგნებულ უწესობას!” – ნახეთ ვინ გააბრაზა თაკო ჩარკვიანი

0

პარლამენტარი თაკო ჩარკვიანი სოც ქსელში პოსტს აქვეყნებს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
,,ტვ იმედი!!!!!!!!!!!! მე პატიოსნად გექცევით ყოველთვის და ყოველთვის გაძლევთ ინტერვიუს , რადგან პატივს ვცემ ჟურნალისტებს, ხაზს ვუსვამ -ჟურნალისტებს, რომლებიც მოდიან ხოლმე. არც კრიტიკას ვერიდები და რასაც ვფიქრობ ვამბობ ( ოპოზიციაც რომ იყოს, ნუ ხელისუფლებას კი უბრალოდ პირდაპირ ვეუბნები, რომ უნდა წავიდნენ რადგან უკვე ბანდად ქცეული სამარცხვინო კორუფციონერები არიან) მაგრამ ხელოვნურად დამახინჯებულ სატელევიზიო სიუჟეტს უზნეობას ვეძახი… არ ვექცევი მე თავად არავის უზნეოდ და არც არავის ვპატიებ პროფესიონალურ შეგნებულ უწესობას !!!!!!!! დავასრულე …რაიმე კომენტარიც კი ოდესმე -არასოდეს ტვ იმედთან. ( მინდა აღვნიშნო, რომ დარწმუნებული ვარ კომენტარზე მოსული ჟურნალისტი არაფერ შუაშია)
რა დაპირისპირებას ” ჩალიჩობთ” ხელოვნურად!!!!!!!სასაცილოა!მე ისედაც რასაც ვფიქრობ თუ არ მომწონს ვამბობ!!!!!! ცუდია ასე მოქცევა -ძალიან ცუდი!

Share.