“არ მინდა დავიჯერო რომ სანდრა მაშინ იტყუებოდა, როცა ამბობდა რომ…” -ნახეთ რა ამბავი გაიხსენა სანდრა რულოვსზე ზაზა წერეთელმა

0

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი:
“2009 წელს მადრიდში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ეგიდით ტარდებოდა კონფერენცია, რომელიც პენიტენციალურ ჯანდაცვას ეხებოდა. იმ დროს ამ საკითხებით ვიყავი დაკავებული ჩრდილოეთის ქვეყნებში, ჯანმოს სპეციალურ ჯგუფშიც შევდიოდა და შესაბამისად კონფერენციაზეც მიმიწვიეს. ეს ის დროა როდესაც ყველგან ფინანსური კრიზისი მძვინვარებს, და ამიტომაც კონფერენციაზე თითოეული ქვეყნიდან მხოლოდ 1 ან 2 დელეგატია მოწვეული. საქართველო იმ დროს ახალი გამოსული იყო წინ წლის აგვისტოს ომიდან, ცხადია ფინანსურადაც უჭირდა და ჯანმომ გადაწყვიტა 2 დელეგატი მათ ხარჯზე დაეპატიჟებინათ.

იმ დროს საქართველოში ამ მიმართულებას სანდრა როლოვსი კურირებდა. ჰოდა, გადაწყვიტა ქალბატონმა რულოვსმა კონფერენციაზე დასწრება. როგორი გაოცებული დარჩა ჯანმო როდესაც დაინახა საქართველოს დიდი დელეგაცია (არადა ქვეყანას უჭირდა და ფულის კი მოითხოვა დელეგატის დასასწრებად) რომელშიც ქალბატონის ბავშვის ძიძაც შედიოდა. ბავშვს ხომ ვერ დატოვებდა საქართველოში.

ყველაზე დიდი გაკვირვება კი იმან გამოიწვია რომ ამ ფინანსური კრიზისის დროს ქალბატონმა ჯანმოს და გაეროს სხვა ორგანიზაციების მაღალჩინოსნები საღამოს დაპატიჯა ერთ-ერთ ყველაზე ფეშენებულ რესტორანში, სადილზე…ნუ იმ მომენტში მას სურდა საქართველოში გაეროს ნარკოტიკებთან და დანაშაულთან ბრძოლის ოფისი გაეხსნა და ამიტომაც გააკეთა ეს სადილი..

მაგრამ პოსტი სხვა რამეზეა, თავის იმ დროინდელ გამოსვლაში ქალბატონმა მოყვა თუ რამდენი კარგი რამ გააკეთა პენიტენციალური სისტემის ჯანდაცვის სისტემის გასაუმჯობესებლად და რომ საქართველოს ეს სისტემა ერთ ერთი საუკეთესო იყო ევროპაში..

იმის მერე 12 წელი გავიდა, კიდევ ბევრი რამ გაკეთდა იმ სისტემაში, ჰოდა მაინტერესებს სანდრას თუ მოსწონდა ეს სისტემა, ახლა რატომ არის ცუდი და გამოუსადეგარი მისი მეუღლისთვის. მითუმეტეს როდესაც ქალბატონი მაშინ გულზე მჯიღას იცემდა და ამტკიცებდა რომ პენიტენცილაური ჯანდაცვის სისტემა თითქმის არ განსხვავებოდა არაპენიტენციალურისგან და რომ ეს მისი და მისი მეუღლის დამსახურება იყო…ჰოდა არ მინდა დავიჯერო რომ მაშინ ცრუობდა.”

Share.