“არ მჯერა, ეს გოგო შენი შვილია?…” – ნახეთ ვინ არის თამთა გოდუაძის ქალიშვილი, მისმა ფოტოებმა საზოგადოება გააოცა

0

რთულად წარმოსადგენია, მაგრამ თამთა გოდუაძეს 40 წელი შეუსრულდა. მომღერალი შეუდარებლად გამოიყურება. მისი პიკანტური ფოტოები და იმიჯის მუდმივი ცვლილება აღფრთოვანებას იწვევს, დაუჯერებელია, მაგრამ მომღერალს 26 წლის შვილი ჰყავს.
ცოტა ხნის წინ ბერძნულ მედიაში თამთას და მისი შვილის ფოტოები გავრცელდა. თამთა ამობდა, რომ წლების წინ საქართველოდან პირად დრამას გაექცვა. მისმა ყოფილმა ქმარმა, შმაგი ხაჭვანმა ქართულ ტაბლოიდებთან გულახდილად ისაუბრა.

„მე და თამთამ პატარა ასაკში შევქმენით ოჯახი, ის 14 წლის იყო, მე კი 16-ის. ჩვეულებრივად გავიცანით ერთმანეთი. დაახლოებით 6 თვე ვიყავით შეყვარებულები და მერე გავიპარეთ. 6 წელი ვიყავით ერთად. როცა გავიზარდეთ, მივხვდით, რომ ის სიყვარული არ ყოფილა სიყვარული, რასაც ოჯახი ჰქვია და დავშორდით. იმან თავისი გზით გააგრძელა ცხოვრება, მე ჩემი გზით. იმაზე მწყდებოდა გული, რომ შვილთან არ მქონდა მამაშვილური ურთიერთობა, ტელეფონით და სხვადასხვა საშუალებით ვკონტაქტობდით. ზაფხულობით, როცა თბილისში ჩამოდის, 2–3 კვირით ჩემთან არის“.

Share.