“არ მჯერა რომ აღარ გვყავხარ როგორ გაგვიფრინდი,ჩემო თამუ..” – ნახეთ ვინ არის 21 წლის გოგონა, რომელიც ბათუმში ტრაგიკულად დაიღუპა

0

ბათუმში, კორონავირუსით გარდაცვლი ახალგაზრდა ქალი 21 წლის თამარ ფაშაევაა.
„ჩემო თამუ, როგორ გაგვიფრინდი, არ მჯერა რომ აღარ გვყავხარ. ძალიან დამწყდა გული. რას ვიფიქრებდი თუ დაგვტოვებდი.
როგორ გვენატრები… ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული“ – წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ერთ-ერთი მეგობარი.
როგორც კლინიკაში განაცხადეს, 21 წლის გოგო ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში 24 ივლისს მოათავსეს, მას თანმდევ დაავადებებთან ერთად ტემპერატურა აღენიშნებოდა. მათივე ინფორმაციით, პაციენტს კლინიკაში შეყვანისას გეგმურად კვლევა ჩაუტარდა, რის შედეგადაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მათივე ინფორმაციით, 21 წლის გოგოს კლინიკაში შეყვანისას ფილტვები დაზიანებული ჰქონდა.

“21 წლის გოგო კლინიკაში 24 ივლისს შემოიყვანეს, მას ძალიან რთული ნეიროქირურგიული ოპერაცია ჰქონდა ჩატარებული. ის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. სამწუხაროდ გუშინ გარდაიცვალა”,- აცხადებენ კლინიკაში.


წყარო:dainteresdi.club

Share.