”ასეთი ლამაზი ხათუნა დიდი ხანია არავის უნახავას…” – აი როგორ გამოიყურება ხათუნა ჟორდანია ქიმიოთერაპიების შემდეგ (ფოტოები)

0

ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც მძი­მე სენს ებ­რძვის. მკურ­ნა­ლო­ბის მთა­ვარ კურსს თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ის­რა­ელ­ში გა­დი­ო­და, პან­დე­მი­ამ­დე კი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და და ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სი აქ და­ას­რუ­ლა.
სა­ბედ­ნი­ე­როდ, ცნო­ბი­ლი სახე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, თავს კარ­გად გრძნობს და ის სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძე­ბებ­საც ეს­წრე­ბა.

loading...

ნინი ქარ­სე­ლა­ძის უახ­ლო­ეს­მა მე­გო­ბარ­მა, ლი­კუ­ნა რე­ვიშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხა­თუ­ნას ახა­ლი ვი­დეო და ემოციური სტატუსი დაწერა, რაზეც თა­ვად ხა­თუ­ნა­მაც უპა­სუ­ხა:

“ლი­კუ­ნა, შენი და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბით, კარ­გად ვიქ­ნე­ბი. ძა­ლი­ან ბევრ წე­რილს ვი­ღებ, ნაც­ნო­ბე­ბის­გან და კი­დევ უფრო ბევ­რს, უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის­გან. ყვე­ლა, ერ­თმა­ნეთ­ზე უფრო თბი­ლი, ტკბი­ლი და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე. თქვენ ალ­ბათ ვერც წარ­მო­იდ­გენთ, რო­გორ მა­ბედ­ნი­ე­რებს თი­თო­ე­უ­ლი თქვე­ნი იმე­დი­ა­ნი სი­ტყვა და სურ­ვი­ლი.

რო­გო­რი დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, როცა ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გამ­ხნე­ვებს, გლო­ცავს და ასეთ ზღვა სიყ­ვა­რულს გიგ­ზავ­ნის!!! დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვი­საც ერთხე­ლაც კი გა­ე­ფიქ­რა ჩემ­ზე და კე­თი­ლი აურა გა­მო­მიგ­ზავ­ნა. უთ­ქვე­ნოდ ვერ გა­დავ­ლა­ხავ ამ მძი­მე ეტაპს. თქვენ­თან ერ­თად კი ძა­ლი­ან ად­ვი­ლად და სწრა­ფად გა­დავ­ლა­ხავ ყვე­ლა­ფერს. კი­დევ ერთხელ დიდი მად­ლო­ბა და მიყ­ვარ­ხართ…” – წერს ხა­თუ­ნა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

წყარო: AMBEBI.GE

loading...

Share.