“ასეთ რძალზე ყველა ქალი იოცნებებდა…” – ნახეთ ვინ არის და როგორ გამოიყურება ნატო გელაშვილის უმშვენიერესი რძალი

0

დღეს დილით, ნატო გელაშვილმა ახალი სტატუსი შეიძინა. ის უკვე დედამთილია. თურქეთში მყოფმა ძმებმა “ჭოხოებმა”, დედას სიურპრიზი მოუწყეს.
ავტორ-შემსრულებლის უფროსმა ვაჟმა, გიორგი ჭოხონელიძემ, იახტაზე, ანეტა ნიკურაძეს ხელი სთხოვა. ბედნიერებისგან აჟიტირებული ნატო გელაშვილი, “პრაიმტაიმის” მკითხველს, ემოციებს უზიარებს.
ნატო გელაშვილი: – თურქეთში დიდი სამეგობრო წავიდა. გიორგის სამეგობრო ცოლებით, ანეტა დასთან ერთად, ლუკა…
როგორც ჩანს, “ჭოხოებს” ეს სიურპრიზი ჩაფიქრებული ჰქონდათ. მაგათსაც ხომ ვერ გაიგებ. ლუკა ისეთია, მოაგვარეს ყველაფერი და ასეთი სიუპრიზი მოაწყეს.
დილის შვიდ საათზე იახტით გასულან ზღვაში და… ალიონზე სთხოვა ხელი…

ვიღაცამ “სთორი” ატვირთა და დავრჩი გაღიმებული. ინტერნეტი ცუდად იჭერდა, სანამ ბიჭებს დავუკავშირდი და გავარკვიე… დილიდან ამ ამბებში ვიყავი.

16 აგვისტოს ერთი წელი გახდა, რაც ერთმანეთს ხვდებიან.

ანეტას კონსერვატორია აქვს დამთავრებული, პიანისტია.

მე და ანეტა ძალიან დავმეგობრდით. დიდი და მნიშვნელოვანი საერთო ხაზი გვაქვს და ეს არის ტაძარი, მორწმუნე გოგოა. საერთო ღირებულებები გვაქვს.

გიორგი ხშირად მეუბნება, შენ რომ მელაპარაკები, მგონია, ანეტა მელაპარაკება და თქვენ ხომ არ თათბირობთო?

ამგვარად, დედამთილის სტატუსი შევიძინე და უკვე პირველი შეკვეთაც მექნება – ბავშვი! სასწრაფოდ მინდა ბავშვი, ჩემი შვილიშვილი ჩემთან!

როგორც კი ეგ ამბავი დავინახე, იმ წამს შვილიშვილი დამიდგა თვალწინ. პატარა “ჭოხონკა” ხომ გვინდა?! განათებას შემოიტანს სახლში.

23 აგვისტოს ბრუნდებიან. მე სხვა არაფერი ვიცი. მათ არჩევანში და გეგმებში არ ვერევი. დამოუკიდებელი ცხოვრება აქვთ.

ბედნიერი და აჟიტირებული ვარ. ასეთი ღირებულებების ოჯახის წევრი შევიძინე.

მადლობა უფალს, რომ რაც ჩემთვის ყველაზე მთავარია, ის აქვს ჩემს გოგოს. დანარჩენს თვითონ მოგიყვებიან ჩემი ტვიქსები.
წყარო: ambavi.club

Share.