“ასე რამ შეგაზიზღათ ხალხო ქართველობა, თქვენ გინდათ ქართველს სამშობლო შეაზიზღოთ იმის გამო რომ ვიღაც ნაძირალამ..” – ნახეთ ვის მიმართავს განრისხებული ბესო ჩუბინიძე

0

ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე თბილისში ავსტრალიელი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც ჩვენი ბლოგი უცვლელად გთავაზობთ:
„სადმე დაწერეს, სადმე დასკვნა დადეს, რომ ეს 31 წლის ავსტრალიელი მასწავლებელი ქართველმა (!) მოკლა?! აბა თქვენ რატომ ხართ ასეთი ნაძირლები, რომ უკვე ქართველად მონათლეთ მკვლელი?!!
ქართველსაც, რომ მოეკლა… ამის გამო ერს პირში უნდა აფურთხოთ და აგინოთ – ყველამ იცის, რომ ქოციონალების უნიათობის გამო, მათი უსუსურობის დასამტკიცებლად და მათ თავზე დასაგირჩებლად!
თქვენ ხომ ამ ქალის სიცოცხლე არ გადარდებთ და მხოლოდ კიდევ ერთი, დამატებითი საშუალება მოგეცათ იმისა, რომ რწყევის დონეზე მისულებმა ივანაშვილს შეტენოთ ეს ყველაფერი? ასე რამ შეგაზიზღათ ქართველობა, რომ მზად ხართ პოლიტიკური ზიზღი გააპრაოთ, და წერდეთ – „მრცხვენია, რომ ქართველი ვარო“?!

მაშინ არ გრცხვენიათ, ხო როცა ყველა (!) ქვეყანაში ჩვენს ქართველ გოგო-ბიჭებს კლავენ?! არა, ხო?!!!

და ბოლოს… რასაც ახლა გეტყვით კარგად გაიაზრეთ თქვე ერის მოძულენო, ქართველების მოზიზღარნო და მტრებო ერის იდეოლოგიურად სწორი მომავლისა…

ნორვეგიელმა ანდრეს ბრეივიკმა რომ 77 ახალგაზრდა ადამიანი ჩახოცა 2011 წელს და მათ შორის ორი ქართველი, რა, გგონიათ ნორვეგიელები გადმოხტნენ და ხმამაღლა, საჯაროდ ყვიროდნენ – გვრცხვენია, რომ ნორვეგიელები ვართო?! არა! – თქვენ რამ შეგაძულათ თქვენი ერი ასე?!!! ხოდა…

მეამაყება, რომ ვარ ქართველი და მეამაყება, რომ ვცხოვრობ ისეთ ქვეყანაში, რომელსაც ჩემი საქართველო ჰქვიან!!!

ქვეყანაში სადაც ღირსეული ადამიანები ცხოვრობენ

ქვეყანაში სადაც სტუმრის პატივისცემა იციან,

ქვეყანაში სადაც ღირსება გააჩნიათ

ქვეყანაში სადაც სიყვარული იციან

ქვეყანაში სადაც არასოდეს (!) კაცთმოძულე, გარყვნილ, პედოფილ, ზოოფილ და მოძალადე ფერადოვნებს არ გააჯეჯილებენ!

მეამაყება, რომ ვარ ქართველი, იმის გამო რომ გმირების გვერდით ვცხოვრობ!

მეამაყება, რომ ვარ ქართველი, იმიტომ, რომ ქრისტეს (და არა, რომელიმე პრაშმანდოვკა რეიბანიანი მღვდლის) სიყვარულით და პატივისცემით ცხოვრობენ….

მეამაყება, რომ იმ ქვეყნის შვილი ვარ რომლის 17-მა მგელმა, სიცოცხლე რუსული არმიის ტურებს შეაკლა შინდისში და ღირსეულად დაიცვა საკუთარი კაცობა!

მეამაყება, რომ იმ საქართველოს ჯარისკაცი ვარ, სადაც 700-მა ქართველმა 4000-ზე მეტი რუსის, მტრის ჯარისკავი გაანადგურა ტამიშისთვის ბრძოლაში!

და თქვენ გინდათ ზიზღი დათესოთ და ქართველს ქვეყანა შეაზიზღოთ იმის გამო, რომ ვიღაცა ნაძირალამ მკვლელობა ჩაიდინა?! – ნორვეგიელებს მაინც მიბაძეთ საკუთარი ქვეყნის სიყვარულში თქვენი ძალად განათლებული კეთილები!,“ – წერს ბესო ჩუბინიძე.
წყარო:daqali.club

Share.