“მამა გაბრიელის თვალებმა გამომაღვიძა ნარკოზიდან..” – ნახეთ სასწაულებრივი ისტორია და ნახატი, რომელიც დიდ სიწმინდეს ინახავს

0

“ვმუ­შა­ობ კო­ლე­ჯში “სპექტრი“, ჩვე­ნი დი­რექ­ტო­რის იდეა იყო გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა მაკ­ნა­ტუ­ნე­ბი – თი­თო­ე­უ­ლის სი­მაღ­ლე მეტრ-ნა­ხე­ვა­რია. რა­ტომ­ღაც დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია, არა­და, ამ­ჯე­რად სა­ა­ხალ­წლოდ და სა­სინ­ჯად გა­ვა­კე­თეთ. მა­სა­ლად ფიჭ­ვი გა­მო­ვი­ყე­ნე. ახლა ვფიქ­რობ, რომ ცა­ცხვის­გან ჯობს მათი დამ­ზა­დე­ბა, უფრო მსუ­ბუ­ქი და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი მა­სა­ლაა
ასე რომ, ვერ მო­ხერ­ხდა სწავ­ლა თუნ­დაც თო­ი­ძის სამ­ხატ­ვრო სას­წავ­ლე­ბელ­ში რომ გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. მერე არ ვიცი, რო­გორ მოხ­და, მაგ­რამ ქუ­თა­ი­სის პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი სას­წავ­ლე­ბე­ლი ავე­ჯის სპე­ცი­ა­ლო­ბით და­ვამ­თავ­რე. ქუ­თა­ი­სის ავე­ჯის კომ­ბი­ნა­ტის ექ­სპე­რი­მენ­ტულ სა­ამ­ქრო­ში ძა­ლი­ან ცოტა ხანს ვი­მუ­შა­ვე, სა­დაც

მხატ­ვრუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბით ავეჯს ამ­ზა­დებ­დნენ… მერე ბიზ­ნე­სის სფე­რო­ში წა­ვე­დი, მაგ­რამ 2000 წელს ჩემი ხე­ლით რა­ღა­ცე­ბის კე­თე­ბა მო­მინ­და და ერთი ცალი საჭ­რეთ­ლით, სხვა არა­ფე­რი მქონ­და, წმინ­და ნი­ნოს ჯვა­რი გა­ვა­კე­თე. შემ­დეგ ხა­რის თავს შე­ვე­ჭი­დე, რო­მე­ლიც ახ­ლაც ბუ­ხარ­ზე მაქვს დად­გმუ­ლი. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი ასე და­ი­წყო…
მოგ­ვი­ა­ნე­ბით ნა­მუ­შევ­რე­ბი ჩემ­მა მო­ძღვარ­მა დე­კა­ნოზ­მა ან­დრია ნაც­ვლიშ­ვილ­მა ნახა და სწო­რედ მან მი­ბიძ­გა, რომ ეს საქ­მე გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. ამან პრაქ­ტი­კუ­ლად გა­და­მა­წყვე­ტი­ნა ის, რომ ბიზ­ნე­სი­დან მთლი­ა­ნად წა­მო­ვე­დი. “აფ­რი­კა­ში” ვი­ყი­დე ნაკ­ვე­თი და იქ ჩავ­სახ­ლდი. და­ვი­წყე ჩემს ეზო-კარ­ში ფუს­ფუ­სი, მუ­შა­ო­ბა“, – გვიყ­ვე­ბა ბა­ტო­ნი ედი­შე­რი, რო­მელ­მაც ჯვარ­ცმა არა­ერ­თი ეკ­ლე­სი­ის­თვის შექ­მნა. პირ­ვე­ლი ჯვარ­ცმა, კუ­კი­ა­ზე, მთა­ვა­რან­გე­ლოზ გაბ­რი­ე­ლის ტა­ძა­რის­თვის იყო. იქ თან პირ­ვე­ლი სტი­ქა­რო­სა­ნი გახ­ლდათ და ნა­მუ­შე­ვა­რი მო­ძღვრის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით და­ამ­ზა­და. შემ­დეგ იყო ანა­ლო­გი­ე­ბი და ასე და­ი­წყო და და­ი­წყო…

გარ­და ხა­ტე­ბი­სა და ჯვარ­ცმი­სა, აკე­თებს პა­ნო­ებს, სხვა­დას­ხვა სა­ინ­ტე­რე­სო ნივ­თებს, მა­გა­ლი­თად, სა­ო­ცარ ნარდს, რო­მელ­ზეც “ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ პერ­სო­ნა­ჟე­ბია ამოკ­ვე­თი­ლი.

4 წლის წინ მძი­მე ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე. ამის­თვის, წი­ნას­წარ ვემ­ზა­დე­ბო­დი, მე­ში­ნო­და და მამა გაბ­რი­ე­ლის ცხე­დარ­თან, მცხე­თა­ში, სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში დავ­დი­ო­დი. ვლო­ცუ­ლობ­დი და შემ­წე­ო­ბას ვთხოვ­დი. მა­ნამ­დე კი ერ­თმა ექიმ­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ მამა გაბ­რი­ე­ლის ხატი სურ­და, რომ მე შე­მექ­მნა. ისიც ავად იყო და და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო უფალ­სა და მამა გაბ­რი­ე­ლის შემ­წე­ო­ბა­ზე. მაგ­რამ ეს ადა­მი­ა­ნი მა­ლე­ვე გაქ­რა, და­მე­კარ­გა, აღარ გა­მოჩ­ნდა. ამა­სო­ბა­ში ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე, მამა გაბ­რი­ე­ლის ცხე­დარ­თან რომ დავ­დი­ო­დი, არ ვიცი, რო­გორ აი­სა­ხა ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ზე ეს და ნარ­კო­ზი­დან მის­მა თვა­ლებ­მა გა­მო­მაღ­ვი­ძა… მერე რო­გორც კი ტე­ლე­ფო­ნის ჩარ­თვის უფ­ლე­ბა მომ­ცეს, ვინც პირ­ვე­ლი და­მი­რე­კა, ის ექი­მი იყო, რო­მე­ლიც მამა გაბ­რი­ე­ლის ხატს მიკ­ვე­თავ­და. იმან სულ არ იცო­და, მე სად ვი­ყა­ვი იმ წუ­თას და რა მჭირ­და. რას შვრე­ბი? რო­დის გა­ვა­კე­თებთ ხატ­სო? – მკი­თხა. არ ვი­ცო­დი, რას ვი­ზამ­დი, ჯერ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვი­წე­ქი, მაგ­რამ მა­შინ­ვე ვუ­პა­სუ­ხე, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­კე­თებ-მეთ­ქი. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან მალე, ისე, რომ ია­რა­ღის ხელ­ში აღე­ბის, სიმ­ძი­მის აწე­ვის, ზედ­მე­ტი მოძ­რა­ო­ბის უფ­ლე­ბა რომ არ მქონ­და, რო­გორ, რა­ნა­ი­რად, მაგ­რამ გა­ვა­კე­თე. მამა გაბ­რი­ე­ლის იმ ხატს ზუს­ტად ის მე­ტყვე­ლი თვა­ლე­ბი აქვს, რო­მე­ლიც პა­ლა­ტა­ში გა­მო­მე­ცხა­და.”

ეს სიტყვები თვითნასწავლ ხელოვან, ედიშერ მაჩალაძეს ეკუთვნის, რომელიც ნარკოზიდან მამა გაბრიელის ხატმა გამოიყვანა.

Share.