ძალიან სამწუხარო ინფორმაცია, აღდგომის ტაძარში ცეცხლის გარდამოსვლას, შესაძლოა, მრევლი არ დაესწროს

0

აღდგომის ტაძარში ცეცხლის გარდამოსვლას, შესაძლოა, მრევლი არ დაესწროს ამის შესახებ ინფორმაციას report.ge-ავრცელებს:
იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ცეცხლის გარდამოსვლის საჯარო ცერემონია საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. თავად ცეცხლის გარდამოსვლაზე, არამედ ცერემონიაზე, რომლის ფარგლებᲨი ტაᲫარᲨი მომლოცველების დასწრებაა გათვალისწინებული. მიზეზი ის ზომებია, რომელსაც ისრაელის ხელისუფლება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში აწესებს.
ისრაელის პოლიციაში აცხადებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ცერემონიაზე ადამიანების დაკავშირებით ჯერ მიღებული არ არის. სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური წარმომადგენელი მიხეილ ზინგერმანი აცხადებს, რომ ღონისძიებები, რომელშიც 5 ათასი და მეტი ადამიანი მონაწილეობს, გაუქმებულია. შეზღუდვები 23 მარტამდე მოქმედებს, თუმცა შეიძლება გახანგრძლივდეს.

loading...

10 მარტს ისრაელის პოლიციაში უნდა გამართულიყო თათბირი, რომელზეც ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიის საორგანიზაციო საკითხები უნდა განეხილათ. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, თათბირი გადაიდო. ადგილობრივი მედია გამოთქვამს ვარაუდს, რომ ცერემონია ან ხალხის დასწრების გარეშე გაიმართება, ან საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

ამას ემატება ისიც, რომ ისრაელში მოგზაურობა უკიდურესად მკაცრდება. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ქვეყანაში შევა, უნდა დაამტკიცოს, რომ საჭიროების შემთხვევაში, 14 დღიან კარანტინში დარჩება. შეზღუდვა 12 მარტის 20 საათიდან ამოქმედდება და 26 მარტამდე გასტანს. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ტურისტებმა მკაცრად უნდა დაიცვან ჰიგიენა, მოერიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტს, სავაჭრო ცენტრებს, კლინიკებსა და საავადმყოფოებს. ტურაგენტებს კი ტურისტების გადაადგილების მკაცრი აღრიცხვა ევალებათ.

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა, უდიდესი საიდუმლოა, რომელიც ყოველწლიურად დიდ შაბათს მაცხოვრის საფლავზე აღესრულება. წელს ცეცხლის გადმოსვლის ცერემონია 18 აპრილს უნდა გაიმართოს.

loading...

Share.