სამწუხარო ინფორმაცია: 3 დღეში ახალი აკრძალვები და რეგულაციები ამოქმედდება – ნახეთ ახალი შეზღუდვების ჩამონათვალი

0

იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა:
ტრენინგებზე, კონფერენციებსა თუ სემინარებზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია მხოლოდ წინასწარი PCR-ტესტირების საფუძველზე. აღნიშნულს “იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს.

– ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება დასაშვები.

– იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.

– 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვები იქნება მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე.

ცვლილებებს ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს და ის ძალაში 19 ივლისიდან შევა. რეგულაციების ჩამონათვალი დროთა განმავლობაში კიდევ გაფართოვდება.

Share.