ახლახანს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

0

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ განცხდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.
მინისტრის ინფორმაციით, “კოვიდ 19” საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც ირანიდან საქართველოში აზერბაიჯანის სზღვრის გავლით შემოვიდა.
პაციენტი ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება. მინისტრის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
წყარო: rustavi2

loading...
loading...

Share.