”ახლა მოვიდა დრო ყველას გითხრათ რატომ არ ვჩანდი ტელევიზიებში და სოც. ქსელებში დიდი ხანი…” – ნახეთ რა მიმართვას ავრცელებს თიკა ფაცაცია

0

მომღერალი და “რუსთავი 2”-ის ტელეწამყვანი, თიკა ფაცაცია კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა. მან ამის შესახებ instagram-ის ლაივში განაცხადა და გამომწერებს უამბო, თუ რატომ არ ჩანდა უკანასკნელ დღეებში.
“კორონავირუსით მეორედ დავინფიცირდი. ახლა დავასრულე ეს პერიოდი, რომელიც ეკუთვნის მასთან ბრძოლას. სრულიად უსიმპტომო ვიყავი და ანტისხეულებიც მქონდა. ერთადერთი გზა ამ ვირუსთან ბრძოლის, არის აცრა და ყველა უნდა ავიცრათ,” – განაცხადა თიკა ფაცაციამ.

შეგახსენებთ, თიკას პირველად კორონავირუსი 2020 წლის ოქტომბრის თვეში დაუდასტურდა. მისი პირველი ინფიცირებიდან კი 9 თვე გავიდა.
ვიდეო:

Share.