”ახლა ყველაფერს გავუძლებ, მეტროში სიმღერა აღარ მადარდებს” – ლელა ვეფხვაძეს 4 ოთახიანი ბინა აჩუქეს – ნახეთ ვინ აჩუქა სახლი 9 აპრილის გმირს

0

ლელა ვეფხვაძე – 9 აპრილის გმირია, ის 27 წელი უსახლ-კაროდ, ნაქირავებში ცხოვრობდა. კეთილი ადამიანების მიერ წამოწყებულ კამპანიას კი კეთილი დასასრული მოჰყვა. ფონდმა “ქართუმ” 9 აპრილის მონაწილეს, ვარკეთილში, ოთხოთახიანი ბინა უყიდა.
”ისეთ ემოციაში ვარ, ორი ღამე არ მიძინია. ასე მგონია, სიზმარში ვარ. გუშინ იუსტიციის სახლში გახლდით და ბინა გავიფორმე. აქამდე ჩემს სახელზე არასოდეს არაფერი ყოფილა და ნამდვილად მიხარია, რომ ამ ბინას ჩემი დაერქმევა. დიდი ოჯახი მაქვს. და მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ ჩემს შვილებს არავინ ეტყვის, ბინა დაცალეთო.

loading...

როგორც 9 აპრილის მონაწილეს, ქირას, ნაწილობრივ, მერია მიხდიდა, მაგრამ ჩემს შემდეგ, ჩემს შვილებს არავინ გადაუხდიდა ამ თანხას. ამის დარდი მქონდა… საკმაოდ შერყეული ჯანმრთელობა მაქვს. 1992 წლიდან დღემდე მეტროში ვმღერი. ჩვენი ძირითადი შემოსავალი ეს არის. აწი აღარც მეტროში სიმღერა მადარდებს და ყველაფერსაც გავუძლებ. უკვე ჩემი სახლი მაქვს. სახლი ციხე-სიმაგრეა, შეხვალ და თავს მშვიდად იგრძნობ.” – ამბობს ლელა…

კამპანიაში ჩართული იყო ასევე 9 აპრილის მონაწილე ქალბატონი, ნანა მახარაძე, შავდროშიანი გოგონა მეჩითოვის ცნობილი ფოტოდან.

loading...

Share.