“ახლობლები ვარაუდობენ, რომ მოაჯირიდან ჯერ ბაია გადავარდა და შემდეგ კი..” – ნახეთ რა ვარაუდს გამოთქვამენ გარდაცვლილის ახლობლები

0

15 აგ­ვის­ტოს, გამ­თე­ნი­ი­სას, “დე­და­ე­ნის ბაღ­ში” მდე­ბა­რე “ბა­უ­ჰა­უს ბა­რის” ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი – გი­ორ­გი შა­ლამ­ბე­რი­ძე და ბაია ბე­რუ­აშ­ვი­ლი გა­უ­ჩი­ნარ­და. მათი კვა­ლი იუს­ტი­ცი­ის სახ­ლთან და­ი­კარ­გა. ბა­რი­დან გას­ვლამ­დე, ახ­ლა­გაზ­რდებ­მა სა­კუ­თა­რი ნივ­თე­ბი – ხელ­ჩან­თე­ბი და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი ბარ­ში და­ტო­ვეს. შსს-მ აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ:
21:23 / 17-08-2020 ახლობლები ვარაუდობენ, რომ მოაჯირიდან ჯერ ბაია გადავარდა, მას გიორგიც გადაჰყვა და გოგონას გადარჩენა სცადა 15 აგ­ვის­ტოს, გამ­თე­ნი­ი­სას, “დე­და­ე­ნის ბაღ­ში” მდე­ბა­რე “ბა­უ­ჰა­უს ბა­რის” ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი – გი­ორ­გი შა­ლამ­ბე­რი­ძე და ბაია ბე­რუ­აშ­ვი­ლი გა­უ­ჩი­ნარ­და. მათი კვა­ლი იუს­ტი­ცი­ის სახ­ლთან და­ი­კარ­გა. ბა­რი­დან გას­ვლამ­დე, ახ­ლა­გაზ­რდებ­მა სა­კუ­თა­რი ნივ­თე­ბი – ხელ­ჩან­თე­ბი და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი ბარ­ში და­ტო­ვეს. შსს-მ აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ: “ბა­უ­ჰა­უს ბა­რი­დან” 2 ახალ­გაზ­რდის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ

loading...

შე­ტყო­ბი­ნე­ბა პო­ლი­ცი­ა­ში 15 აგ­ვის­ტოს და­ახ­ლო­ე­ბით 21:00 სა­ათ­ზე შე­მო­ვი­და. პო­ლი­ცი­ამ ახალ­გაზ­რდე­ბის ძებ­ნა აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო. გა­მო­ძი­ე­ბა კი 143-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს”. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სამდღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, ბარ „ბა­უ­ჰა­უს” და­კარ­გუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ცხედ­რე­ბი მდი­ნა­რე მტკვარ­ში, ბა­რის სი­ახ­ლო­ვეს 17 აგ­ვის­ტოს იპო­ვეს – თავ­და­პირ­ვე­ლად გო­გო­ნას ცხე­და­რი ნა­ხეს, შემ­დეგ კი – ვა­ჟის. გი­ორ­გი შა­ლამ­ბე­რი­ძის და ბაია ბე­რუ­აშ­ვი­ლის ცხედ­რე­ბი სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში გა­და­ას­ვე­ნეს. გა­მო­ძი­ე­ბა სწავ­ლობს, რა ვი­თა­რე­ბა­ში დად­გა ეს უმ­ძი­მე­სი შე­დე­გი – ორი ახალ­გაზ­რდის სიკ­ვდი­ლი. შე­საძ­ლო მი­ზე­ზებ­ზე გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი და ბა­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სა­ჯა­როდ არ ლა­პა­რა­კო­ბენ. რა გახ­და ახალ­გაზ­რდე­ბის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი და ჰქონ­დათ თუ არა მათ სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, ამას ექ­სპერ­ტი­ზა რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ად­გენს. ახალ­გაზ­რდე­ბის ცხედ­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნამ­დე ბაია ბე­რუ­აშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი ambebi.ge-სთან ჰყვე­ბო­და: “ბაია, ქუ­თა­ის­ში გა­ი­ზარ­და, შემ­დეგ თბი­ლის­ში გად­მო­ვი­და დე­დას­თან ერ­თად და ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა. ჩემი მე­გო­ბა­რი 28 წლი­საა, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და კარ­გი გო­გოა, სიმ­შვი­დი­სა და სით­ბოს გან­სა­ხი­ე­რე­ბა, ამ­დენ ხანს ახ­ლობ­ლებს არ ანერ­ვი­უ­ლებ­და. რო­გორც ვიცი, მათ შო­რის არა­ნა­ი­რი სიყ­ვა­რუ­ლი და არა­ფე­რი ყო­ფი­ლა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან”. “ჩვე­ნი პირ­ვე­ლი სი­ხა­რუ­ლი. ჩემი ან­გე­ლო­ზი. ჩემო სულო, რო­გორ გავმწარ­დით. ჩემო ლა­მა­ზო ბაია, რო­გორ მიგ­ვა­ტო­ვე. რო­გორ გვი­ხა­რო­დი და გვე­ა­მა­ყე­ბო­დი“, – და­წე­რა “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე გარ­დაც­ვლი გო­გო­ნას დე­ი­დამ. გარ­დაც­ვლი­ლი ბაია ბე­რუ­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბის ვერ­სი­ით, ახალ­გაზ­რდე­ბი ჰა­ერ­ზე გა­ვიდ­ნენ, მტკვრის მო­ა­ჯირ­ზე ის­ხდნენ და მდი­ნა­რე­ში იქი­დან გა­და­ვარ­დნენ. ახ­ლობ­ლე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მო­ა­ჯი­რი­დან ჯერ ბაია გა­და­ვარ­და, მას გი­ორ­გიც გა­დაჰ­ყვა და გო­გო­ნას გა­დარ­ჩე­ნა სცა­და, მაგ­რამ დი­ნე­ბამ ორი­ვე წა­ი­ღო… ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ობს გა­მო­ძი­ე­ბაც. ambebi.ge-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გარ­დაც­ვლი­ლი ვა­ჟის მამა მა­მუ­კა შა­ლამ­ბე­რი­ძე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. რო­გორც გი­ორ­გი შა­ლამ­ბე­რი­ძეს, ასე­ვე ბაია ბე­რუ­აშ­ვილს მე­გობ­რე­ბი კარგ და სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნე­ბად ახა­სი­ა­თე­ბენ.
წყარო: pianews.site

loading...
Share.