”ბავშვმა ძეხვი, პომიდორი, ნესვი და საზამთრო ჭამა…” – ოჯახის განცხადებით, 10 თვის ბავშვი, რომელსაც ვირუსი დაუდგინდა სავარაუდოდ, მოწამლულია

0

ოჯა­ხის წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, 10 თვის ბავ­შვი, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­წამ­ლუ­ლია.
რო­გორც “პა­ლიტ­რა­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას ჩვი­ლის ბე­ბია და ბა­ბუა ამ­ბობს, ოჯა­ხის არ­ცერთ წევ­რს კო­რო­ნა­ვირუ­სი არ აქვს, თუმ­ცა, მა­თი­ვე თქმით, ტეს­ტე­ბის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხე­ბი ჯერ არ მი­უ­ღი­ათ.

loading...

“სახ­ლში არ ვი­ყა­ვი, რომ მო­ვე­დი ბავ­შვი ცუ­დად იყო. წა­ვიყ­ვა­ნეთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ექიმს ვუ­თხა­რი რომ სა­ზამ­თრო, ნეს­ვი, პო­მი­დო­რი და ძეხ­ვი ჭამა. რო­გორც ჩანს მო­ი­წამ­ლა. წვე­თო­ვა­ნი და­უდ­გეს და ღა­მით და­ტო­ვეს. დი­ლით გვი­თხრეს, რომ ბავ­შვს კო­რო­ნა ჰქონ­და. თუმ­ცა, სი­ცხე და ხვე­ლე­ბა არ ჰქონ­და. ექი­მე­ბი აქ რომ მო­ვიდ­ნენ და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ნა­ხეს, გა­იქ­ცნენ. ტეს­ტი ჩვენც გაგ­ვი­კე­თეს და მე­ზობ­ლებ­საც. არ ვი­ცით, ტეს­ტე­ბის პა­სუ­ხე­ბი რო­დის იქ­ნე­ბა“, – აცხა­დე­ბენ 10 თვის ჩვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი.

ცნო­ბის­თვის, თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ყა­რა­ჯა­ლა­ში 10 თვის ბავ­შვს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. ჩვი­ლი დე­დას­თან ერ­თად ბავ­შვთა ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ამ დრომ­დე მკურ­ნა­ლო­ბენ. ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას ვირუ­სის მსუ­ბუ­ქი ფორ­მა აქვს და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.
წყარო: ambavi.cc

loading...

Share.