”ბალახებში გაიხლართა და ამოსვლა ვერ შეძლო” – ახლახანს 12 წლის ბიჭი ხელოვნურ ტბაში დაიხრჩო

0

ზუგდიდში 12 წლის ბიჭი წყალში დაიხრჩო. მოზარდი თანატოლებთან ერთად იმყოფებოდა.
„imedinews“-ის ინფორმაციით, ბანაობის დროს ის ხელოვნურად დაგუბებულ წყალში გადახტა, თუმცა მცენარეებში გაიხლართა და ამოსვლა ვერ შეძლო.

loading...

როგორც „imedinews“-ს შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ფოტო პირობითია

loading...

Share.