“ბებო და მამა არასდროს ჩემ დაბადების დღეზე არ ყოფილან, წლების შემდეგ მივხვდი რატომ..” – ნახეთ ნინი ქარსელაძის ემოციური წერილი

0

გია ქარსელაძე 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული ერთ-ერთი გმირი იყო. მიღებული ტრავმის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა 11 აპრილს. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით (№ 08042017/2) დაჯილდოვდა „საქართველოს გმირის“ წოდებით და მიენიჭა „საქართველოს გმირის ორდენი“.
ის მომღერალ ნინი ქარსელაძის ბიძა იყო. ნინიმ მას ემოციური პოსტი მიუძღვნა:

loading...

“9 აპრილი…
მართალია, ვერ მოვასწარი შენი გაცნობა, მაგრამ დაბადებიდან დღემდე, შენზე კარგის მეტი არაფერი მსმენია… ყველაზე მტკივნეული ალბათ ის არის, რომ 11-ში ზუსტად იმ დროს, როდესაც შენ წახვედი, 1 წლის შემდეგ მე მოვედი ამ ქვეყანაზე. მტკივნეულად მახსოვს ის, რომ არასოდეს არც მამა და არც ბებო ჩემს დაბადების დღეზე არ ყოფილან და წლების მერე მივხვდი მიზეზს, 11-ში ზუსტად იმ დროს, როდესაც შენ გაფრინდი ცაში – ანგელოზებთან, მე გამომიშვი აქ –

შენიანებთან.
ვინც გიცნობდა, ყველა მეუბნება, რომ გგავარ. ეს ჩემი საყვარელი ფოტოა, სულ წარმოვიდგენ, როგორი იყავი ცხოვრებაში… ალბათ ბევრად ლამაზი, ვიდრე ამ ფოტოში ხარ….
გია ქარსელაძე, 9 აპრილი”.

loading...
Share.