“ბევრს უკვირს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ…” – შექმნის თუ არა მაია ასათიანი ოჯახს? ნახეთ რას ამბობს ჟურნალისტი

0

ივნისში ტელეწამყვანმა ინტერნეტისგან და სოციალური ქსელებისგან დასვენება გადაწყვიტა და ამის შესახებ „ინსტაგრამის“ ხელმომწერებს ვიდეომიმართვის საშუალებით ამცნო. როგორც „პროფილის“ წამყვანი ირწმუნება, ეს სასარგებლო გადაწყვეტილება მას არწმუნებს, რომ ცხოვრება უფრო მეტად საინტერესოა, ვიდრე სხვისი ამბების თვალიერება ყოველ წუთს, რაშიც ადამიანები უამრავ ძვირფას დროს ვხარჯავთ.
მაია ასათიანი ივნისში სოციალური ქსელებიდან გაქრობის შემდეგ, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ჟურნალ „სარკეს“ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით პასუხობს. მაია ასათიანი ამბობს, რომ

ამ ეტაპზე სრულყოფილი ცხოვრებისთვის სულ არ არის საჭირო ხელზე ბეჭედი, რადგან ასე კარგად გრძნობს თავს.

„ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირადი ცხოვრება არ მაქვს. ბევრს უკვირს, რატომ არ ვიღებ ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებას. უბრალოდ, არ მინდა, რადგან მიყვარს საღამოობით ჩემს ბაღში მარტო ჯდომა. როცა ჩემს ცხოვრებაში რაღაც ისტორია მთავრდება, შემდეგ უკვე შემიძლია ამაზე ხმამაღლა საუბარი. ახლა ეს ეტაპი არ არის“, – ამბობს ტელეწამყვანი.

წყარო: ambavi.club

Share.