”ბოლოს ამბობდა სიკვდილის არ მეშიანია, არ მოვკვდებიო…” – ნახეთ ვინ არის ქართველი ემიგრანტი ქალი, რომელიც უცხო მიწაზე გარდაიცვალა

0

იტალიაში ახალგაზრდა ემიგრანტი, ლია ნოზაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ემოგრანტების იმედი, შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
„სიკვდილო, ვინ წაგვართვი? ეცხოვრა, ეცოცხლა, ყოფილიყო ჩვენს გვერდით, ის კი არა და არ დააცადე ქართულ მიწაზე სიკვდილი, უცხო ქვეყანაში მიადექი და სული ამოხადე.
ბოლომდე იბრძოლა მყარად, ბოლომდე ებრძოდა ვერაგ დაავადებას და ამბობდა, კიბო განაჩენი არაოო.ბოლოს ამბობდი ვბრძოლობ, მაგრამ ორგანიზმი არ მომყვებაო. საშინელების უიმედობის ბოლო ერთი თვე გაიარე ლიკო. ამბობდი მაინც ნუ გეშინიათ არ მოვკვდებიო, არც კიდევ სიკვდილის მეშინიაო, რამდენი იწვალე და მაინც შემართებით იყავი.
სამუდამოდ გემშვიდობებით 8 წლიანი დაუზოგავი შრომით დაღლილმა, იტალიის მიწა დატოვე ყველას და ყველაფერს ტოვებ და უსასრულობაში მიდიხარ“,- წერს შოთო სიხარულიძე.

Share.