“გაამწარეს ადამიანი მთელი გზა ტიროდა,შვილს საავადმყოფოდან სხვა მიცვალებული გამოატანეს..” – ნახეთ რომელ ცნობილ კლინიკაზეა საუბარი

0

ჩემი მიცვალებული არ იყო კოვიდით გარდაცვლილი და ასე დაგვემართა და წარმოიდგინე, კოვიდთ გარდაცვლილებს შეფუთულებს რომ ატანენ, იქ ვინ ვისი მიცვალებული დაკრძალა, აწი ვინ გაიგებსო, – ამის შესახებ თსუ-ს ლექტორი ირინა ღვინერია სოციალურ ქსელში წერს.თავიდან ვიფიქრე, ჯერ ყველა დეტალს დავაზუსტებ და მერე დავწერ-მეთქი, მაგრამ, მივხვდი, რომ სწორედ რომ დეტალებს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა – მთლიანობაში იმდენად გამაოგნებელი ამბავი მოხდა.

მყავს მეგობარი – 30 წელზე მეტი ვიცნობთ ერთმანეთს და ამ დროის განმავლობაში პატარა რამეც არ შეშლია ურთიერთობაში, ტყულის თქმაზე ხომ ისედაც ზედმეტია ლაპარაკი.

დიდხანს არ მოგვიკითხავს ერთმანეთი, დავურეკე. დედა დავკრძალე ერთი კვირის წინო. საყვედური ვუთხარი, როგორ არავინ გამაგებინეთ-მეთქი. მაგის თავი არ გვქონდაო.
და მომიყვა, რაც შეემთხვათ.

შეატყობინეს, რომ რეანიმაციაში მყოფი დედა გარდაიცვალა. წავიდა, სანამ საბუთებს ელოდებოდა, დედამისი უკვე მანქანაში გადასვენებული დახვდა, თერჯოლაში უნდა გადაეყვანათ.

მთელი გზა უტირია ამ ჩემს მეგობარს – ისე მეხვეწებოდა დედაჩემი, საავადმყოფოში არ მინდა სული დავლიოო, თან ისიც მახსენდებოდა, რამდენჯერ მითქვამს მისთვის ამ ბოლო დროს საყვედური.. მოკლედ, გამწარებული შვილის ნორმალური მდგომარეობა. ასე ჩავიდნენ თერჯოლაში, გადმოასვენეს მიცვალებული – სხვა ქალი აღმოჩნდა. ვინც გადმოუყვანა თერჯოლაში, სხვა მიცვალებული იქ არ ყოფილა, ვერ შეგვეშლებოდაო. იფიქრეს, ვიღაცამ მათი მიცვალებული ასევე შეცდომით მანამდე ხომ არ წაიყვანა და დაიწყეს რეკვა საავადმყოფოში. თერჯოლაში შეცდომით წამოყვანილი მიცვალებულის პატრონის ნომერი არ მისცეს.

წამოიყვანეს ის სხვისი მიცვალებული ისევ თბილისში. მოიყვანეს საავადმყოფოში და თავისი მკვდარი მოითხოვეს.
მიცვალებულს საყლაპავში მაჯის სისქის ზონდი კვლავ ჩადგმული ჰქონდა, ცხვირში ზონდი, კათეტერებს და წვეთოვანის ნემსები შლანგებიანად – ყველაფერი ჩემი მეგობრის მოსახსნელი გახდა. სულ გვაფრთხილებდა დედაჩემი, პირი კარგად ამიკარით, რომ მოვკვდებიო, პირდაღებულს ნუ გამიშვებთ იმქვეყნადო – ჩატოვებული ზონდის გამო ვერც ეს შევუსრულეო.
ორივე გადაზიდვის ფული ჭირისუფალმა გადაიხადა.

ჩემი მიცვალებული არ იყო კოვიდით გარდაცვლილი და ასე დაგვემართა და წარმოიდგინე, კოვიდთ გარდაცვლილებს შეფუთულებს რომ ატანენ, იქ ვინ ვისი მიცვალებული დაკრძალა, აწი ვინ გაიგებსო.

პ.ს. როგორც გარდაცვლილი დედის შვილები ამბობენ, ეს ამბავი ლევან რატიანის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოხდა. პოსტის ქვევით გარდაცვლილის შვილმა ვრცელი კომენტარი გააკეთა:

”აქ ჩემს საბრალო დედაზეა საუბარი, ამდენი დღე გავიდა და კიდევ უფრო მიმძიმდება გული. თუმცა ცოცხლებს არ აგდებენ არაფრად და მიცვალებული ხომ მათთვის არაფერს არ წარმოადგენს. მე ემიგრაციაში ვარ და უსაბუთობის გამო ვერ ჩავედი საქართველოში, ბედი მათი რომ ადგილზე არ ვიყავი თორემ, არ ვიცი რას ვიზამდი. ჯერ ხომ თბილისიდან თერჯოლამდე უცხო გარდაცვლილი გაატანეს ჩემს დას და მერე კიდევ იქეთ შეუტიეს ჩქარა დააბრუნეთ უკანო, ვითომ 250 კმ-ს ერთ საათში დაფარავდა უკან ის მადლიანი ბიჭები. 1 000 კმ გაიარეს ერთ ღამეში რომ დილით ჩემი ნატანჯი დედა ადგილზე, სახლში დახვედროდა შვილს რომელიც უკრაინიდან მოდიოდა. რამდენი წერილი მივწერე ლავან რატიანს, მაგრამ ყველა წამიშალეს და პასუხის ღირსიც კი არ გაგვხადეს. მიცვალებულს ყველაფერი ზედ ქონდა დატოვებული, რეანიმაციის უსულგულო ექიმების და ექთნების დამოკიდებულებას მორგის თანამშრომლების უპასუხისმგებლობაც ემატება. ნუთუ ასე ძნელი იყო პირიდან მილის, ნევსების და კათეტერის მოშორება? მაგრამ არ ქონდეთ იმედი რომ ამ ამბავმა ჩაიარა, ჩამოვალ მალე და აუცილებლად მივაკითხაც ამ თეთრ ხალათში გახვეულ სატანებს…….. მაპატიე დედა……” – წერს გარდაცვლილის შვილი პოსტის კომენტარში.
წყარო:tbilisitv.club

Share.