“გადაწყვეტილება მივიღე, შიმშილობას შევწყვეთ თუ..” – ნახეთ რის სანაცვლოდ აპირებს მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას

0

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მზა­დაა შიმ­ში­ლო­ბა შე­წყვი­ტოს, თუმ­ცა გარ­კვე­ულ პი­რო­ბას აყე­ნებს. ამის შე­სა­ხებ მის­მა უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.გვა­რა­მი­ას თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ით­ვა­ლის­წი­ნებს სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­სა და და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მო­წო­დე­ბას.„მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლოს, ასე­ვე ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მო­წო­დე­ბა და შევ­წყვი­ტო შიმ­ში­ლო­ბა. ამ შიმ­ში­ლო­ბის შე­წყვე­ტას აქვს დათ­ქმა, რომ­ლის გა­რე­შეც შიმ­ში­ლო­ბა არ შე­წყდე­ბა.

შიმ­ში­ლო­ბის შემ­დეგ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი ბევ­რად უფრო რთუ­ლია, ვიდ­რე შიმ­ში­ლო­ბის მარ­თვის პრო­ცე­სი, ამი­ტო­მაც გლ­და­ნის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ამის არც ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბია, არც კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მედ­პერ­სო­ნა­ლი. ამას გარ­და, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ვენ­დო იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს, ვინც წა­მე­ბის პი­რო­ბებ­ში მამ­ყო­ფებს და მათი ძა­ლა­დო­ბის კად­რე­ბი დღეს იხი­ლეთ. ამას გარ­და, აქ არ არ­სე­ბობს უსაფრ­თხო­ე­ბის და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის­გან დაც­ვის არა­ნა­ი­რი გა­რან­ტია, რაც სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს მო­თხოვ­ნა­ცაა. ასე­ვე, უდი­დეს საფრ­თხედ მი­მაჩ­ნია გო­რის ჰოს­პი­ტა­ლი, რად­გა­ნაც რუ­სუ­ლი სა­ო­კუ­პა­ციო ჯა­რის და სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის და­ნა­ყო­ფე­ბი რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრში იმ­ყო­ფე­ბი­ან ამ ჰოს­პი­ტა­ლი­დან – იმ რუ­სე­თის, ვინც ჩემი ლიკ­ვი­და­ცი­ის დამ­კვე­თია. შე­სა­ბა­მი­სად, ვი­თხოვ, ექიმ­თა კონ­სი­ლი­უ­მის მიერ მი­ღე­ბულ იქ­ნას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მელ მულ­ტი­ფუნ­ქცი­ურ და მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კებ­ში და მკურ­ნა­ლო­ბის რა მე­თო­დით ვიქ­ნე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი პოს­ტშიმ­ში­ლო­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სის დროს. კონ­სი­ლი­უ­მი უნდა იყოს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­გან შემ­დგა­რი და პა­რი­ტე­ტულ სა­ფუძ­ველ­ზე, ჩემი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და სა­ხელ­მწი­ფოს მიერ და­ნიშ­ნუ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის თა­ნა­ბა­რი ექი­მე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბით“, – ნათ­ქვა­ნია სა­ა­კაშ­ვი­ლის წე­რილ­ში.

Share.