“გაზით გაიგუდა სალომეო, მაგრამ სინამდვილეში კი დაუჯერებელი რამ მომხდარა…” – ნახეთ რა გახდა რეალურად 27 წლის გოგონას სიკვდილის მიზეზი

0

სალომე მარტიაშვილის მეზობლებმა “კურიერისგან” შეიტყვეს, რომ 27 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი უბედური შემთხვევა არ ყოფილა. ის საკუთარმა მეუღლემ ეჭვიანობის ნიადაგზე ბლაგვი საგნით მოკლა, ადგილზე დანაშაულის კვალი გააქრო და უბედური შემთხვევის ინსცენირება მოაწყო.
ახალგაზრდა ქალის ცხედარი გურამიშვილის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში იპოვეს. იქვე იატაკზე ნახეს მისი მეუღლე, რომელიც გაზით ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ცოტა ხანში ბინაზე გაწერეს.

“კურიერისთვის” ცნობილი გახდა, რომ ადგილზე სამაშველო სამსახური ახლობლებმა მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ცოლ-ქმარი მთელი დღის განმავლობაში კონტაქტზე არ გამოვიდა.
ანზორ ლურსმანაშვილს მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. ის გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და დუმილის უფლებას იყენებს.

ცოლის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ ანზორ ლურსმანაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მოკლულ ქალს მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
წყარო: ambavi.club

Share.