“გარდაიცვალა ჩვენი მიშა..” – ნახეთ ცნობილი და ყველასათვის საყვარელი ქართველი მსახიობი ტრაგიკულად დაიღუპა

0

ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი მიხეილ გომიაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ავრცელებენ.
ოჯახის ახლობელის თქმით, მსახიობს ფილტვზე პრობლემები ჰქონდა და კლინიკაში მკურნალობდა, სადაც გარდაიცვალა.
მიშა გომიაშვილმა 1986 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი (ლილი იოსელიანის სახელოსნო).

მუშაობდა “მეტეხის თეატრში”. 1996 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია . თეატრში შესრულებული როლები: პროფესორი (ამელი ნოტომი “საწვავი”, რეჟისორი თათა პოპიაშვილი), ქართლოსი (მ. დოლიძე “მდგმურები”, რეჟ. კანდიდ გურგენიძე), მსახიობი (ავთო ვარსიმაშვილი “ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია”, რეჟ. ავთო ვარსიმაშვილი), მაცხოვარი (ილია ჭავჭავაძე “განდეგილი” , რეჟ. სანდრო მრევლიშვილი), დიუპრე (პეტერ ვაისი “მარატ-სად”-ის მიხედვით “დირექტორი აბაზანაში”, რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი), ანტონა (დავით კლდიაშვილი “უბედურება” რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი), ნიკოლოზი (ლაშა თაბუკაშვილი “თოვლივით თეთრი თოვლი” რეჟისორი ანდრო ენუქიძე), ექიმი ესტერმარკი (ავგუსტ სტრინდბერგი “მამა”, რეჟ. თემურ ჩხეიძე) და სხვ. მიღებული აქვს „ოქროს ნიღაბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“.

Share.