“გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მსახიობი და რეჟისორი” – ნახეთ ვინ იყო და რა გახდა ყველასათვის საყვარელი მსახიობის გარდაცვალების მიზეზი

0

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, გარდაიცვალა მსახიობი, რეჟისორი, ხელოვნების უნივერსიტეტის კინოტელე ხელოვნების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ზურაბ ქავთარაძე. მისი გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი გახდა. ის ბოლო ერთი თვე კლინიკაში მკურნალობდა.
ზურაბ ქავთარაძე 1996 წლიდან ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი იყო.

გადაღებულია ფილმებში:

“წიგნი ფიცისა”; „ოჰ, ეს საზიზღარი ტელევიზორი“; „ჭერი“; „მოვკლათ მეფე“; „მონანიება“; „ნეილონის ნაძვის ხე“; „ვირთხა“; „უძინართა მზე“; „იავნანამ რა ჰქმნა“; „ლეონარდო“; „იღბლიანი“; იყო და არა იყო რა“; „ჩიხი“; „ცხელი ძაღლი“; „დუბ D”; „ახლობელი მტერი“; „თორმეტი მსაჯული“; „ბოლო სადგური“; „სოლომონი“; „კაცი“; „ნამე“.

გადაღებული აქვს ფილმები: „ჰომოსაპიენსები“; “ტრიუმფი”, “დუბლ D”, “ტაო-კლარჯეთი”, “კიშინოვური პორტრეტები”, “ჭალას ჩიტი მომკვდარიყო”, “კულისებიდან კულისებში”, “ბათუმი-ტრაპიზონი-ბათუმი”, “იყო და არა იყო რა”; კომენტარის გარეშე“; „ბათუმური ქრონიკები“; „ჯვარო მიდიხარ, ჯვარო დაბრუნდები“; „მემთივრეები“; „ზექერია“; „დაკარგული საქართველო“; „ყურმოკრული ამბავი“

ზურაბ ქავთარაძემ 2005 წელს საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის საპატიო სიგელი მიიღო ბათუმის დრამატულ თეატრში შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის.

წყარო: ambavi.club

Share.