“გარდაცვლილი იპოვეს სახლში..” – ნახეთ ვინ არის ცნობილი ახალგაზრდა ბიზნესმენი და რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი

0

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მოულოდნელად გარდაიცვალა ირაკლი ჭკადუა. მას შოუბიზნესის სფეროში კარგად იცნობდნენ. ამ დილით თბილისში ირაკლი ჭკადუა ოჯახმა გარდაცვლილი სახლში იპოვა. 37 წლის ბიზნესმენმა კორონავირუსი 1 თვის წინ გადაიტანა, თავს ნორმალურად გრძნობდა, თუმცა მოულოდნელად მისი ცხედარი საწოლში ოჯახის წევრმა ნახა.გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა.

ის ჯერ თავდაცვის სამინისტროს გენ ინსპექციის თანამშრომელი იყო, მერე კი კერძო ბიზნეს საქმიანობა წამოიწყო და კომპანია AWARD-ის დამფუძნებელი იყო.“ძალიან მძიმე დილა გათენდა. მეგობრებისთვის დაბადებული ადამიანი… ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ცხოვრების მოყვარული ადამიანი, ასე მალე დაგვტოვებდი. ჩემო ძმაო ირაკლი, ღმერთმა ნათელში გამყოფოს”, – დაწერა სოციალურ ქსელში კახა მამულაშვილმა.
წყარო:statiebi.club

Share.