გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის მამას სასამართლომ პირველადი განაჩენი გამოუტანა, აი რა მოხდა სასამართლოზე

0

ტრაგედია თერჯოლაში – 11 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეზე დააკვებულ მამას, ფრიდონ აბჟანდაძეს პატიმრობა შეეფარდა.
დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე კაცმა წარდგენილი ბრალი უარყო და თქვა, რომ შვილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
შეგახსენებთ, პროკურატურამ თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის საქმეზე მამამისს ბრალი თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის მუხლებით წარუდგინა.

loading...

11 წლის ბავშვი 23 აგვისტოს თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარ ხეზე თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს. გამოძიების ცნობით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მამა სისტემატურად ძალადობდა, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა მის არასრულწლოვან შვილს. მათივე ინფორმაციით, მამის ქმედებების გამო არასრულწლოვანი შვილი მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობდა.
წყარო: tavisufleba.club

loading...

Share.