გასაოცარი ამბავი, როგორ იმოგზაურა ბიჭმა სამოთხეში და ინახულა გარდაცვლილები – ნახეთ საოცარი ისტორიის დეტალები

0

11 წლის ამერიკელი კოლტონ ბერპო ამტკიცებს, რომ ბავშვობაში ოპერაციის დროს სამოთხეში იყო, იესოს მუხლებზე იჯდა, თავისი პაპა ნახა და გარდაცვლილი და, რომელზეც მანამდე მისთვის არაფერი უთქვამთ. როცა კოლტონი ოთხი წლის იყო, ოჯახი კოლორადოში მიემგზავრებოდა და სწორედ გზაში გაუსკდა პატარას ბრმანაწლავი. ბიჭი საოპერაციოდ წაიყვანეს. მშობლები გულმხურვალედ ლოცულობდნენ, რომ შვილი არ დაეკარგათ.
ოპერაციის მერე ბიჭი გამოფხიზლდა და მშობლებს უთხრა, რომ თავისი და ნახა, რომელიც ბიჭის დაბადებამდე გარდაცვლილა (დედამისს ორსულობის მეექვსე თვეში მოეშალა მუცელი – მკვდარი ნაყოფი დაბადა). თუმცა ეს ამბავი კოლტონმა არიცოდა, არც არავის უთქვამს მისთვის. ამიტომაც იყო გასაოცარი მისი სიტყვები. “დაიკო მომეფერა და მითხრა, რომ უხარია, ოჯახიდან კიდევ ერთ ადამიანს რომ ხედავს ცაში. მას სახელი არ აქვს – არ დაურქმევიათ. და ერთი სული აქვს, მისი დედა და

loading...

მამა როდის მოხვდებიან ზეცაში, რომ მას შეხვდნენ”, – ამბობს კოლტონი.
ბიჭმა თავისი გარდაცვლილი დიდი პაპაც ნახა და მერე ფოტოებზე, რომელზეც ის ახალგაზრდა იყო გამოსახული, იოლად ამოიცნო. თუმცა ვერ იცნო სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გადაღებულ ფოტოზე, სადაც კაცი უკვე დაბერებული იყო. ბიჭის თქმით, სამოთხეში პაპა სწორედ ახალგაზრდა ნახა.
ამ და სხვა მტკიცებულებებმა დააჯერა საზოგადოება, რომ ბიჭი მართლაიმყოფებოდა სამოთხეში.
“იესო მახსოვს, ოქროსფერი ქუჩები და ბევრი ლამაზი ფერი. იესოს მუხლებზე ვიჯექი და თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი. ღმერთი სამოთხეში ყველაზე დიდი მცხოვრებია და მთელი სამყარო ხელში უჭირავს. იქ ცისარტყელის ყველა ფერია, გაცილებით ლამაზი ფერებია, ვიდრე აქ. სამოთხის კარიბჭე ოქროსია, ძვირფასი თვლებით. იქ არასდროს ბნელა. პირიქით, სულ სინათლეა. ყველას ფრთები აქვს და ყველას შეუძლია ფრენა… ყველას თეთრი სამოსი აცვია, სხვადასხვა ფერის ლენტებით, და თავზე შარავანდედი აქვთ”.
ბიჭის თქმით, მან იოანე ნათლისმცემელიც ნახა, თუმცა მაშინ არ იცოდა, ვინ იყო და მოგვიანებით ხატებზე ამოიცნო.
მოგვიანებით ბიჭის მშობლებმა წიგნი დაწერეს იმის შესახებ, რაც მათ შვილს გადახდა თავს.
წყარო:baxva.ge

loading...

Share.