“გაჩუმება უკვე აღარ შემიძლია…” – ნახეთ რას ამბობს ლიზა იასკო სანდრა რულოვსზე

0

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ ლიზა იასკოსთან დაოჯახდა.
ყოფილი დეპუტატი ივანა კლიმპუშ-ცინცაძე დაინტერესდა სააკაშვილის ყოფილი მეუღლით და ლიზას ჰკითხა: „იცი, რომ სააკაშვილი უკვე განქორწინებულია? ბოდიშს ვიხდი“.

ლიზას თქმით კი, პირადი ამბებით არ უნდა დაინტერესებულიყო.

„ძალიან ვწუხვარ, რომ მსგავსი კომენტარები მოყვა ამ ყველაფერს. ადრე ამას ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ ახლა გაჩუმება აღარ შემიძლია. მიშა ორმაგად უნდა დავიცვა – როგორც ჩემთვის ყველაზე ახლო ადამიანი და როგორც უკრაინის მოქალაქე.

თუ ვიდეოს კარგად მოუსმენთ, ნახავთ – იქ მიშა ამბობს, რომ მადლობელია ყველასი, ვინც აქამდე მის ცხოვრებაში ყოფილა, მათ შორის ყოფილი მეუღლის. მაგრამ, ახლა რეალობა სხვაა, მე და მიშა ერთად ვართ. დროა წინ წავიდეთ და დანარჩენი უკან მოვიტოვოთ. ეს დიდი ბრძოლაა და ამ ბრძოლაში ჩვენ ერთად ვართ“,- ამბობს იასკო.

Share.