გერმანიაში 18 წლის ქართველი ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა, მისი მშობლები კი ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს – დაღუპული ბიჭი ცნობილი ადამიანების შვილი იყო

0

გუშინ გერმანიაში, ქალაქ ვოლფსბურგში, თავისი საცხოვრებელი სახლის მეშვიდე სართულიდან 18 წლის ქართველი ბიჭი გადმოვარდა და გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ცოტნე გველუკაშვილია, რომელსაც იქ მცხოვრები ქართველები ძალიან კარგად ახასიათებენ – ნიჭიერი, კეთილი, მოწესრიგებული ბიჭიაო, – ამბობენ, ვინც მას იცნობდა.
მამა, მალხაზ გველუკაშვილი – საქართველოში საკმაოდ ცნობილი ეზოთერიკოსი და მეტაფიზიკოსი და ოკულტისტია. დედა – მუსიკოსი, თამარ გადალაძე.
ცოლ-ქმარი ამჟამად ფსიქიატრიულ კინიკაშია გადაყვანილი, სუიციდის თავიდან აცილების მიზნით, რამე თუ ტრაგედიის გამო მათი მდგომარეობა შემაშფოთებელი გახლდათ.

Share.