”დედა გეხვეწებოდათ შვილი ისე გამაცილებინეთ რომ არ გადამიღოთო, ხომ გთხოვათ…” – ნახეთ თათა მურაჩაშვილის სულისშემძვრელი წერილი (ფოტო)

0

ჟურნალისტი თათა მურაჩაშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციურ მედიასახეებს მიმართავს:
“პირველ რიგში ძალიან ვწუხვარ რაც ლექსო ლაშქარავას შეემთხვა, გამოძიების დასრულებამდე მეტს არაფერს დავწერ.
ახლა რა მაინტერესებს, შემთხვევით, აი შემთხვევით თქვენში რაიმე ასოციაციას ხომ არ იწვევს ეს სახელი და გვარები?
– იური ვაზაგაშვილი
– ირინა ენუქიძე
– სანდრო გირგვლიანი
– ბუტა რობაქიძე

– გელა ცინდელიანი

– გიორგი გამცემლიძე

– ვალერი ფხაკაძე

– ალექსანდრე ხუბულოვი

– გურამ შარაძე

– ზურაბ ჟვანია

– ვალერი ბენდელიანი

– ნიკა კვინტრაძე

– ნუგზარ მანია

– პაატა ქარდავა

– სერგო თეთრაძე

– როინ შავაძე

– გია კრიალაშვილი

– ზვიად ბაბუხადია

– რევაზ ცალანი

– კობა დავითაშვილი

გავაგრძელო?

კობას დავითაშვილის გარდაცვალებაზე რომელმა ამოიღეთ ხმა ? შარშან ყველა მოქმედი ჟურნალისტი არ იყავით ?

თუ შარშან სიტყვის თავისუფლება არ გვქონდა?

აა, უი, კობა ხომ თქვენს პოლიტიკურ ინტერესებში არ ჯდებოდა.

ლაშქარავას დედამ ხო გთხოვათ არ გადამიღოთო. ქალი გეხვეწებოდათ შვილი ისე გამაცილებინეთ რომ არ გადამიღოთო.

სანამ მიცვალებულით მანიპულაციას არ მოეშვებით მანამ არავინ დაგიდგებათ გვერდში, გარდა თქვენი უგულო კოლეგებისა, რომლებისთვისაც რეიტინგი გაცილებით მეტია, ვიდრე თანაგრძნობა და ადამიანური ქმედებები”.

Share.