”გვეყო ლამაზი ფოტოები, აი როგორ გამოვიყურები, ესაა ახლა ჩემი რეალური სახე!” – ნუკი კოშკელიშვილმა ემოციური პოსტი და ფოტო გამოაქვეყნა

0

ყველასათვის ცნობილი მოდელი და წამყვანი ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“გვეყოფა ლამაზი ფოტოები. აი, ჩემი რეალური სახე! ასეთი შეგრძნება მაქვს, რომ ორი წელია არ მძინებია, არ ვიგონებ!! აი ხო მძინავს ხანდახან, მაგრამ არაფრით მყოფნის. ეს პოსტი ეძღვნება ყველა ენაგადმოგდებულად დაღლილ დედას!

loading...

ცოტა სადღეგრძელოსავით კი გამომივიდა, მაგრამ თქვენ გაგიმარჯოთ. აი არავინ იცის, ეს რამხელა შრომაა, იყო დედა, მხოლოდ ბავშვის დევნას არ ვგულისხმობ, ნერვიულობას, მუდამ შვილზე ფიქრს, არავინ თქვას, ეს არ არის დამღლელიო. ერთნაირად დამღლელია, გინდა მომუშავე დედა იყო, გინდა დიასახლისი. საბოლოო ჯამში ხომ ყველამ ვიცით, საქმეს ჩვენ ვაკეთებთ და თან ზემოდან ბავშვზე ზრუნვა, საოცარი ძალა სჭირდება ამას.

ახლა იმათზე მეფიქრება, ვისაც 3-4 ბავშვი ყავს, მუშაობს და დამტოვებელი არ ჰყავს, ეს დისტანციური სწავლა და აი, რა ქნას ადამიანმა? არ იაროს სამსახურში, ბავშვებს რა აჭამონ? მერე წახვალ და ბავშვს ვინ მიხედავს. ააა და კიდევ, აი თუ 4 ბავშვი გყავს, 4 კომპიუტერი უნდა გქონდეს?? ეს ამბავი როგორ ხდება? დიდი ნერვები და გაძლებაა საჭირო, ზუსტად ვიცი, სირთულეებს ყოველთვის გადავლახავთ. მოკლედ, მაგრები ვართ და ერთი ჩემი მეგობარი სულ იძახის “თავს თუ არ შევიქებთ, სხვა კი არ შეგვაქებსო”, ჰოდა დავესიტყვები”.

loading...

Share.