“გთხოვთ, გემუდარებით, ყველამ წაიკითხეთ ფსალმუნები” – ჟურნალისტი თამუნა გომართელი ძალიან სამწუხარო ამბავს ავრცელებს

0

ჟურნალისტი თამუნა გომართელი სოციალურ ქსელში წერს: “გთხოვთ, გემუდარებით, ყველამ წაიკითხეთ ფსალმუნები”.
როგორც ირკვევა, თამუნას მამა, ბადრი გომართელი, კოვიდთან რამდენიმედღიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. 7აგვისტოს კი ჟურნალისტი, სოციალური ქსელის მეშვეობით, ექიმ ლევან რატიანს მადლობას უხდიდა.
“თქვენ მე მშობლები მაჩუქეთ და სიტყვა არ მოიძებნება მადლობის სათქმელად. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, თუ გიყვარს უპირობოდ და მათ გარეშე ვერ წარმოგიდგენია სიცოცხლე…” – წერდა გომართელი ფეისბუქზე.

კლინიკაში მკურნალობდა ჟურნალისტის დედა, ნუნუკა კუპატაძეც, რომელმაც კოვიდ-19 დაამარცხა და სახლშია.
მისი ოჯახის წევრები საზოგადოების სამძიმარს იღებენ მომხდარის გამო…
ქეთი გომართელი მამის ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„იქამდე ვიყავი მაგარი გოგო, სანამ მამიკო მყავდა გვერდით.
ჩემი კეთილი და მზრუნველი მამიკო, ბადრი გომართელი.
მამას გოგო“.
მამის შესახებ რამდენიმე პოსტს აქვეყნებს ასევე თამუნა გომართელიც:
„ჩემი ძალა და საყრდენი
ჩემი ფარი და კედელი

ჩემი ღირსება და სიამაყე

ჩემი სიკეთე და სიყვარული

მადლობელი ვარ სიცოცხლისთვის და შენთან ერთად გატარებული მარადისობისთვის“, წერს ჟურნალისტი.

გავრცელებული ინფორმაციით, ბადრი გომართელის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი გახდა…

Share.