”გილოცავ მაიკო, ბედნიერებას გისურვებ…” – მაია ასათიანი შეყვარებულია წამყვანმა უცნობ მამაკაცთან ერთად გადაღებული რომანტიკული ფოტო გამოაქვეყნა იხ (ფოტო)

0

მაია ასათიანი სოციალურ ქსელში რომანტიკულ ფოტოს აქვეყნებს. როგორც ჩანს, ტელეწამყვანი ურთიერთობას აღარ მალავს.
რამდენიმე თვის წინ „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორში“ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა მისი ცხოვრების აქამდე უცნობ ფაქტებზე ისაუბრა. მისი თქმით, შვილის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში მასზე ბევრი ჭორი იწერებოდა, რაც ძალას აძლევდა, რომ მუდმივად ტონუსში ყოფილიყო.
„რაც ჩემს პირად ცხოვრებას შეეხება, დიახ, რასაც საუბრობდნენ, მართალი იყო, უბრალოდ ახლა ამ ყველაფერზე საუბარი არ მსურს, იმიტომ რომ ეს მხოლოდ მე არ მეკუთვნის. მე პირადი ცხოვრება მაქვს და მუდამ მქონდა, უბრალოდ ის დაცულია. რაც გათხოვებას შეეხება, გათხოვება არ მინდა“, – თქვა ტელეწამყვანმა.
ცოტა ხნის წინ კი მან „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ რომანტიკული ფოტო დადო, სადაც, სავარაუდოდ, საყვარელ მამაკაცთან ერთადაა.

loading...

loading...

Share.