“გისამძიმრებ ჩემო საქართველო, ჩემო ქვეყანა არ დაგინდო განგებამ… გისამძიმრებ ამერიკა…” – ნახეთ ზურაბ გურულის მოულოდნელი განხცხადება

0

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული:
“იმ მასშტაბის ტრაგედია, რომელიც ამერიკამ განიცადა გუშინ ავღანეთში დიდი ხანია არ განუცდიათ ამერიკელებს. საზარელი ტრაგედია ტრიალებს ავღანეთშიც და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკელ ამომრჩეველთა “საკონტროლო პაკეტმა” ვერ გაითვალისწინა საკუთარი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და საკუთარი ოჯახების წინაშე, როდესაც ფიზიკურად და გონებრივად დაუძლურებულ ადამიანს ჩააბარა სრული პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მართვაზე; ჩააბარა ისეთ სიტუაციაში, როდესაც ქვეყანა და მსოფლიო უდიდესი გამოწვევების წინაშე იდგა და დგას და როდესაც ენერგიული, არაორდინალურად მოაზროვნე ლიდერი იყო საჭირო ქვეყნის და მსოფლიოს სამართავად.
საინტერესოა რას იტყვიან ამ ფიასკოზე ამერიკული დაზვერვის თანამშრომლები, თორემ უბრალო ადამიანები რასაც ამბობენ, ვხედავთ და გვესმის უკვე.

ულმობელია განგება. ულმობლად ლოგიკური.

გისამძიმრებ ჩემო ამერიკა!

გისამძიმრებ ჩემო საქართველო კიდევ ერთ შავ და ტრაგიკულ დღეს!

არც შენ დაგინდო განგების ლოგიკამ. არ შეიძლება ქვეყნის ბედი აბსოლუტურად არაკომპეტენტურ ეგოისტებს ჩააბარო და მერე იმედიანად აარიდო თვალი მათ სისულელეებს, იქნება და გადავრჩეო. ასეთ უპასუხისმგებლობას არ პატიობს განგება არავის. ყველაფერს თავისი ფასი აქვს და ეს ფასი ყველაზე ძვირფასია, რაც ადამიანს გააჩნია. ეს ფასი სიცოცხლეა!!!

დარწმუნებული ვარ, სულ სხვანაირი პასუხისმგებლობით მივლენ საარჩევნო ყუთებთან ამერიკელები მომავალ არჩევნებზე.

ქართველები?…

არჩევნებზე თუ არა, იქნებ ქუჩაში მაინც გავიაზროთ ელემენტარული სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ერთმანეთს გავუფრთხილდეთ; ნუ ვიქნებით ასეთი გამოციებული ეგოისტები, რა დროს პირადი სიამოვნებებით ტკბობაა, საზარელი ტრაგედია ტრიალებს ქვეყანაში.

შეჩერდით ადამიანებო და დაფიქრდით!!! ან საკუთარ თავს რას ერჩით, ან სამშობლოს, ერთმანეთზე ხართ გადაბმული, ხომ იცით …”

Share.