“გლოვობს მთელი კახეთი” – ვინ იყო 31 წლის ახალგაზრდა, რომელიც გუშინ ღამით ტრაგიკულად გარდაიცვალა

0

კახეთში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, “შევროლეტის” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მანქანის მძღოლი, 31 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა.
დაღუპული ახალგზარდა ბიკო იობაშვილია.

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

წყარო: dainteresdi.club

Share.