“გოგამ სიცრუის დეტექტორში 5000 ლარი მოიგო, და ამ ფულით იცით რა ქნა..” – ნახეთ გიორგი გასვიანის ძალიან ემოციური პოსტი

0

ტელეწამყვანი და მსახიობი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში გოგა ჩანადირზე წერს.
ტელეწამყვანის თქმით, ფოტოგრაფმა გადაცემა “სიცრუის დეტექტორში” მოგებული თანხით სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარა:
“გოგა ჩანადირმა სიცრუის დეტექტორში 5000 ლარი მოიგო, როგორც კი თანხა ჩაერიცხა რამდენიმე სოციალურად დაუცველი ოჯახი მოიარა და სურსათ-სანოვაგითა და საახალწლო საჩუქრებით დატვირთულმა ჩამოუარა და გაახარა! სულ ქველმოქმედებას მოახმარა ეს თანხა!

მეც წამიყოლა და მიმაღებინა მონაწილეობა ამ საჩუქრების დარიგებაში!გოგა საოცრად კეთილი და მზრუნველი ადამიანი ხარ! სიკეთის კაცი თან სულ ასე იქცევა, ჩუმად დადის და ეხმარება!!!”-წერს გასვიანი.

Share.