”გოგონა 7 თვის ფეხმძიმე იყო…” – ნახეთ ვინ არის ახალგაზრდა ორსული გოგონა, რომელიც დღეს ტრაგიკულად დაიღუპა

0

თბილისში, ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში კორონავირუსით გარდაცვლილი 7 თვის ორსული, 31 წლის თეონა აბაშიძე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში რამდენიმე საათის წინ გადაასვენეს.
მას ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მას ჰერეთისკარში ხვალ დაკრძალავენ.
რამდენიმე დღის წინ, კორონავირუსის მძიმე ფორმით გარდაიცვალა თეონას მამა, 58 წლის ჯემალ აბაშიძეც. ის წლების განმავლობაში სოფლის გამგებელი იყო, შემდეგ კი პედაგოგად მუშაობდა. ჯემალ აბაშიძე, კვირას, 15 აგვისტოს დაკრძალეს.


წყარო: RadioTavisupleba

Share.