“გული მეწვის ახლაც ვკანკალებ,გუშინ ჯერ კიდევ ცოხცლები იყვნენ ეს დები..” – ნახეთ რა დაემრთათ ახალგაზრდა დებს, რომლებიც სახლში გარდაცვლილები იპოვეს

0

სოციალური ქსელის მომხმარებელი ლელუკა ლაშხი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და ორი ახალგაზრდა გოგოს შესახებ წერს.
„ეს ორი საოცრება გოგო, დები არიან. ლელა და ბუბა. ორივე ჩემი მეგობარია.
მათი უსაოცრესი დედა მარინა წიკლაური, ასევე ჩემი მეგობარი და შიოს ქართულის მასწავლებელი.
გუშინ ყველა იყო საოცრად ბედნიერი და ტკბებოდნენ სიცოცხლით.
არცერთი და, ამ ორიდან აღარაა აქ!
ვინმე გაბედავს და იტყვის, რომ სადმე იმედი და რამე არსებობს, რითაც ახლა შემიძლია ან მარინა ვანუგეშო, ან ლელა და ბუბა, რომ უკეთეს სამყოფელშია?

საერთოდ რაზე ვდარდობთ, ვჩხუბობთ და ვიბრძვით ხალხნო? აზრზე ვარ სად ვართ, ან რატომ ვართ?
რამე სამართლის ნაირი არსებობს? სრული ისტერიკა მაქვს.

ესენი იყვნენ ჩემი ფავორიტი გოგოები. ორივე შიოზე აფრენდა. ლელა ოცნებობდა, პარიზში გადამეღო მისთვის ფოტოები. ბუბას დახალული გოგო შევარქვი.

ყბა მიკანკალებს შიშისგან!“,- წერს ლელუკა ლაშხი.

როგორც პოსტის ავტორი კომენტარებში წერს, „ორივე სახლში იპოვეს გარდაცვლილი. დეტალების დადგენას ვცდილობ, თუმცა ამ დისტანციიდან ძნელია“.

ასევე როგორც კომენტარში რამდენიმე ადამიანმა დაწერა ტრაგედია გაზის გაჟონვას უკავშირდება
წყარო:dainteresdi.club

Share.