”გულში რომ ჩავიკარი, მხოლოდ მაშინ დავიჯერე რომ ცოცხალი იყო…” – ნახეთ რას ამბობს პატარა იოანეს დედა, რომელიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა

0

8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. ნანგრევებში 10-ზე მეტი ადამიანი მოყვა, მათგან 9 გარდაიცვალა. სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა 1 წლისა და სამი თვის იოანე, რომლის მშობლებმაც ტრაგედიის დღე „რუსთავი 2“-ის ეთერში გაიხსენეს: „ექიმთან ვიყავით შესულები, ეს ყველაფერი როცა მოხდა. დავინახეთ თავიდანვე, რომ ქვები ცვიოდა, მაგრამ პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და გვეგონა, იქიდან იყო ეს გამოწვეული. მე და ჩემი უფროსი შვილი სა

დარბაზოდან გამოვედით და ქუჩის მეორე მხარეს ვიყავით. ჩემი შვილი გაიქცა, ვნახავ მამას და იოანეს, როგორ არიანო, მაგრამ როცა იქ მივიდა, მხოლოდ ჩემი მეუღლე დაინახა. იოანე უკვე მანქანაში იყო, მანქანას კი „სინკარი“ ჰქონდა დაცემული. ჩემი მეუღლე ამბობდა, ცოცხალია, კარგად არის, უბრალოდ ვერ გამოგვყავსო“ – იხსენებს იოანეს დედა.
წყარო: statiebi.club

Share.